x
image
მადამ ფისუნია
ფრანგი ხელოვანის გადაღებული სურათები, გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟისას
imageფრანგი მხატვარი, დიმიტრი ბურიაუ ასევე ცნობილი როგორც "Jahz Design", პროფესიით გრაფიკული დიზაინერია. მას ყოველთვის აინტერესებდა ისტორია და არქიტექტურული ნაშთები. მისი პირველი გამოკვლევა იყო სამხედრო გემების უძველესი სასაფლაო. დღეს იგი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და ეძებს მიტოვებულ ადგილებს.

ამ პოსტში კი მსურს წარმოგიდგინოთ ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ ქალაქ გორში, იოსებ სტალინის ძეგლის დემონტაჟის პროცესში მის მიერ გადაღებული სურათები.

იგი მოგზაურობდა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიდამოებში გორში კი სწორედ სტალინის უკანასკნელი ძეგლის ფოტოფირზე აღსაბეჭდად ჩამოვიდა.

როგორც მოგეხსენებათ, 2010 წლის ზაფხულში, ხელისუფლებამ ის ღამით აიღო, ადგილობრივი მოსახლეობის სენსიტიური დამოკიდებულების გამო სტალინისადმი. ეს ბრინჯაოს ქანდაკება ექვსი მეტრის სიმაღლის იყო, იგი იდგა გრანიტის ცხრამეტრიან სამიარუსიან კვარცხლბეკზე, რომელიც ამავე დროს ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა. სტალინი მთელი ტანით, სამხედრო ფორმაში იყო წარმოდგენილი. გორის მთავარ მოედანზე ძეგლი იდგა 1952 წლიდან.


მოქანდაკე - შოთა მიქატაძე, არქიტექტორები - ზაქარია და არჩილ ქურდიანები.

imageimageimageimage




0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0