x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დედას გაოცებისგან ენა ჩაუვარდა,როცა თავის 4 წლის ბიჭი დაბრუნდა სახლში
imageახალგაზრდა დედა, სტეფანი ბრაუნი ვირჯინიიდან, უქმეების გასატარებლად ოჯახთან ერთად დასასვენებელ ცენტრში წავიდა.

იგი უკვე ემზადებოდა, ნივთებს ალაგებდა შინ დასაბრუნებლად, ხოლო მისი ოთხი წლის ვაჟი დომინიკი სახლთან დარბოდა.


სტეფანიმ ნივთების ჩალაგების შემდეგ ბავშვს დაუძახა, თუმცა გაოცებისგან პირი გააღო, როდესაც დომენიკთან ერთად კარის ზღურბლზე ნუკრი დაინახა, წერს Daily Mail.

image


თან 4 წლის დომენიკს ისეთი გამომტყველება ჰქონდა, თითქოს აქ არაჩვეულებრივი არც არაფერი იყო.


სად, როგორც მოასწრო დომენიკმა ირმის ნუკრთან დამეგობრება უცნობია, ქალი თავიდან დაიბნა, თუმცა სანამ ნუკრი ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა სახლს, მათ ფოტოები გადაუღო და "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, რომელმაც რამდენიმე დღეში 30 ათასი მოწონება და 40 ათასი კომენტარი დაიმსახურა.

imageმიუხედავად იმისა, რომ პაწია ირემს სულაც არ ეშინოდა ხალხის და პატარა დომენიკსაც აშკარად სურდა ახალი ნაცნობის სახლში წაყვანა, სტეფანის მაინც მოუწია უჩვეულო წყვილის ერთმანეთთან დაშორება.


image

მან დომინიკს სთხოვა, ტყის სტუმართან ერთად გაევლო ტყის პირას, რათა დედამისი ეპოვნათ. ბიჭი დაემორჩილა და ნუკრი იმ ადგილებში მანამდე გაატარა, სანამ დედაირემი არ მიხვდა, რომ ნუკრი გვერდზე არ ჰყავდა.

"ვიდექი და ვფიქრობდი: ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს! დომინიკი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ეს მისთვის სრულიად ნორმალური სიტუაცია იყო. ისინი ძალიან მეგობრულები იყვნენ -ერთნაირად, სინქრონულად კი გადაადგილდებოდნენ"-აღნიშნა სტეფანე ბრაუნმა.

image

0
550
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0