x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერები უხანში პანდემიის გამოძიებისას ახალ მტკიცებულებებს პოულობენ

image

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებმა უხანში COVID-19 პანდემიის მიზეზების გამოძიებისას აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულებები. ამის შესახებ იუწყება Bloomberg-ი ამერიკელი ზოოლოგის, პიტერ დაშაკის(Peter Daszak) ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მონაწილეობს ჯანმოს მისიაში.


დაშაკმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებები ეხება ზღვის პროდუქტების ბაზარს, საიდანაც დიდი ალბათობით ვარაუდობენ პანდემიის გავრცელებას.

მისვე თქმით, მეცნიერებმა მოინახულეს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ბაიჩაცჟოუს ბაზარი და უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარი.


image

ზოოლოგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარი ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა პანდემიის დროს.

”ხალხმა საჩქაროდ მიატოვა იქაურობა, დატოვა აღჭურვილობა, დატოვა ჭურჭელი, დატოვა მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა და ეს არის ის, რაც ჩენი თვალით ვნახეთ”, - თქვა დაშაკმა და დასძინა, რომ ამან მნიშვნელოვნად გაამარტივა ჯანმოს სპეციალისტების მუშაობა.

image

მანვე დასძინა, რომ მანამდე ჩინელმა მეცნიერებმა შეძლეს აღმოეჩინათ ის ადგილები, სადაც კორონავირუსის პირველი სინჯები აიღეს. გამოძიების დროს დადგინდა, რომ პირველი პაციენტები იყვნენ ასიმპტომურები და ისეთები, რომელთა დაავადება მსუბუქად მიმდინაროებდა.

დაშაკს გამოძიების დამატებითი დეტალებზე აღარ უსაუბრია. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჯანმო ახლოსაა საბოლოოდ დაადგინოს კორონავირუსის პანდემიის გაჩენის და გავრცელების მექანიზმის მიზეზი.


შეგახსენებთ ჯანმოს დელეგაცია უხანში 14 იანვარს ჩავიდა. მეცნიერები აშშ-დან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდებიდან, ყატარიდან და ვიეტნამიდან სწავლიან კორონავირუსის ცხოველური წარმოშობის თეორიას.

0
377
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0