x
image
ლანა92
ხახვის ფორმის ეგზოტიკური ხილი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, გველს წააგავს

image


გველის ხილი განეკუთვნება პალმისებრთა ოჯახს, რომელიც ხარობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მისი ნაყოფი დაფარულია ხაოიანი კანით, რომელიც თავისი სტრუქტურით ძალიან ჰგავს გველს. ფორმით გველის ხილი ჰგავს ხახვს. ნაყოფის დიამეტრი 3-4 სანტიმეტრია, ხოლო წონა 50-დან 100 გრამამდე აღწევს. რბილობს აქვს ჩალისფერი შეფერილობა. მიუხედავად იმისა, რომ გველის ხილი არომატული, სურნელოვანია, მისი გემო სპეციფიკურია და შეიძლება, ყველას სულაც არ მოეწონოს.

გველის ხილს დაჰკრავს ბანანის, ან ანანასის გემო, კაკლის ეფექტით. ხილის გასუფთავების პროცედურა მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან შიგნით აქვს 1-3 ძვლოვანი წარმონაქმნი და შეიძლება, უეცრად ხელი გაიჭრათ.

გველის ხილს ჩვეულებრივ იყენებენ ნედლად. მისგან ამზადებენ კომპოტებს, იყენებენ სალათებში და ამწვნილებენ კიდეც.

0
55
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0