x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ახლად დასაფლავებულს კუბოში გაგეღვიძათ

image
თუ შემთხვევით ახალდამარხულს საფლავში გაგეღვიძათ, მთავარია არ შეგეშინდეთ! ისეთი საუკუნე დაგვიდგა, აღარაფერია გასაკვირი მით უფრო, როცა ადრეც ცნობილია, რომ მორგში ხომ ყოფილა შემთხვევები, როცა "გაცოცხლებულან" პაციენტები, რომელთა სიცოცხლეზე ექიმებს იმედი გადაუწურავთ.

მთავარია, აუღელვებლად და თანმიმდევრულად მიჰყვეთ შემდეგ მოქმედებებს:


1.უქმად არ დახარჯოთ ჰაერი! კლასიკურ კუბოში ჰაერის 1 სააათის, მაქსიმუმ 2 საათის მარაგია ღმრად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ. ჩასუნთქვისას ყლაპვა არ განახორციელოთ, რაც ჰიპერველნტილაციას იწვევს. თუ სასწაულებრივად ასანთი ან სანთებელა ჩაგაყოლეს, არც აანთოთ, რადგან ჟანგბადს გახარჯავს. კარგია, თუ ვინმე დაეჭვებულმა ფანარი ჩაგაყოლათ. არ იყვიროთ! ყვირილი პანიკას გაზრდის, აჩქარებს გულისცემასა და სუნთქვას, და მეტ ჟანგბადს გახარჯავს. მიწიდან კი ნაკლები შანსია ვინმეს ყვირილი გააგონოთ.


2. სახურავი შანჯღრიეთ ხელებით, ყველაზე იაფფასიან კუბოში ხვრელის გაკეთებაც კი შესაძლებელია (ბეჭდით ან ქამრის ბალთით)


3. გადააჯვარედინეთ ხელები გულმკერდზე და პერანგი გადაიძვრეთ და გადანასკვეთ თავის ზევით, როგორც სურათზეა, რომ მიწის ჩამოყრისას სახე დაიცვათ.



4.მიაწექით ფეხებით სახურავს. იაფფასიანი კუბოები ასწრებენ მიწის სიმძიმით გაბზარვას დასაფლავებიდან მალევე


5.როგორც კი სახურავი გატყდება, მიწა ყარეთ თავიდან ფეხებისკენ. როცა ფეხებისკენ სივრცე აღარ იქნება მიწისთვის, შეეცადეთ ფეხებით დაპრესოთ იგი სხვადასხვა მხარეს.


6. მაქსიმალურად შეეცადეთ, წამოჯდეთ - მიწა შეავსებს ცარიელ ადგილებს და გადაინაცვლებს თქვენს სასარგებლოდ. არ გაჩერდეთ და გააგრძელეთ სუნთქვა მშვიდად.


7.წამოდექით!
დაიმახსოვრეთ : მიწა ახალ საფლავში ფხვიერია და მასთან ბრძოლა შედარებით ადვილია. უფრო რთულია ეს პროცესი წვიმის დროს, სველი მიწა უფრო მძიმეა და დამჯდარი. იგივე შეიძლება ითქვას თიხაძც

ღმერთმა ყველანი დიდხანს გაცოცხლოთ! მაგრამ "მემენტო მორი" და რაც უფრო ძვირადღირებული იქნება ასი წლის შემდეგ კუბო, მით ნაკლები შანსი გვექნება, თუ საფლავში გაგვეღვიძა

0
538
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0