x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს კაცი საცოლის ძებნით დაიღალა, და მან თავისთვის ცოლი - რობოტი შექმნა

image


ჩინელმა ინჟინრებმა თავისი აბსურდული და შოკისმომგვრელი იდეებით მსოფლიო მორიგ ჯერზე, კიდევ ერთხელ გააოცეს. ამჯერად, იდეალური ცოლის ძებნით გადაღლილმა ჩინეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა გადაწყვიტა ის საკუთარი ხელით, თავადვე შეექმნა!

image


31 წლის ჩინეთის მოქალაქე ჩანგ ჩუაჩუა ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი გახლავთ, რომელმაც საკუთარი ცოდნის წყალობით, პირადი ბედნიერებისთვის იდეალური და უნიკალური გოგონა სახელად Yingying-ი შექმნა. რობოტ - გოგონას შეუძლია როგორც ჩინური იეროგლიფების განსხვავება, ასევე ზოგიერთი ადამიანური ემოციის გარჩევა და რამდენიმე უმარტივესი სიტყვის წარმოთქმაც კი. ჩანგს სურს Yingying -ი იმ დონეზე გააუმჯობესოს, რომ მან საოჯახო საქმეების შესრულებაც შეძლოს.

image


სულ ახლახანს კი წყვილი ყველა ჩინური ტრადიციის დაცვით დაქორწინდა - ცერემონიას ჩანგის მშობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. ახლობლებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს, რომ მამაკაცმა რობოტი - გოგონა იმიტომ შექმნა, რომ ის თანამედროვე ქალებით იმედგაცრუებული იყო.


image


ეს კი, გახლავთ ჯია ჯია ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც თაყვანისმცემელთა მთელი არმია - "რობოტ ქალღმერთს" უწოდებს.


image


რობოტის შექმნას მთლიანობაში სულ 3 წელი დასჭირდა, შედეგად, კი ჯია ჯიას შეუძლია როგორც საუბარი, ასევე მიკროემოციების გამოხატვა და ტუჩებისა და სხეულის მოძრაობა. გარდა ამისა, რობოტი იდეალურად აკეთებს ადამიანის მზერისა და მეტყველების იმიტაციას, ტუჩების მოძრაობასთან ერთად კი, სიტყვებს სინქრონულად წარმოთქვამს. რობოტი დაპროგრამებულია ისე, რომ მას შეუძლია მანქანებისა და ადამიანთა სახეების განსხვავებაც. ჯია ჯია მთლიანად ავტონომიური ნავიგაციითა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.



imageimageimage








0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
98