x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა 10 000 ყალბი ევრო გადაიხადა მეძავებში

image
შვეიცარიაში გაასამართლეს
50 წლის კაცი. მან მეძავებზე 10 000 ყალბი ევრო დახარჯა, რომელსაც თავად ბეჭდავდა.


ბაზელის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ფული იმდენად ცუდი იყო, რომ ”ბრმაც კი დაინახავდა, რომ ის არ იყო ნამდვილი”.


მისი თაღლითობა მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ-ერთმა ქალმა მეორე დღეს სცადა ფულის შეტანა საკუთარ საბანკო ანგარიშზე.


როდესაც ბანკომატმა ნაღდი ფულის მიღება უარყო, 39 წლის ქალმა მხოლოდ ამის შემდეგ შეატყობინა პოლიციას " უცნაური შესახედაობის" ბანკნოტების შესახებ.



ყალბი ფული ორჯერ იქნა გამოყენებული, 2019 წლის ივნისსა და ოქტომბერში, მამაკაცმა ორ ქალს გადაუხადა სექსში ყალბი ფული


მამაკაცმა პირველ ქალს 1800 ყალბი ევრო გადაუხადა, ხოლო მეორე ქალს 8000


39 წლის ქალმა ბაზელის სისხლის სამართლის სასამართლოს განუცხადა, რომ მან ვერ შეამჩნია, რომ ბანკნოტები ყალბი იყო, რადგან ფულის აღების დროს ოთახი ჩაბნელებული იყო, იუწყება The Local.


მამაკაცის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ქალებმაა თანხა ნებაყოფლობით მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო, რომ ბანკნოტენი ყალბი იყო.




თავად მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ მათ დიდი თანხა მოპარეს.


პოლიციიამ მამაკაცის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე ყალბი ფული აღმოაჩინეს, რომელიც დაბეჭდილი იყო ფერად ჭავლურ პრინტერზე.


ბანკნოტებს არ გააჩნდათ უსაფრთხოების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევაში, არასწორად იბეჭდებოდა, რის გამოც პოლიცია გაოცებული იყო, რატომ ფიქრობდა ეს კაცი, რომ ყალბი ფული შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო?


კაცს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა თაღლითობის და ყალბი ფულის ბრუნვის ბრალდებით.


პროსტიტუცია შვეიცარიაში არის ლეგალური და რეგულირებული. ქვეყანაში, ძირითადად, ციურიხში, რამდენიმე ლიცენზირებული ბორდელია.

0
308
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0