x
image
არჩილ ვერულიძე
კენიაში უჩვეულო ზებრა დაიბადა
image


კენიაში, Masai Mara - ს ეროვნული ნაკრძალში არაჩვეულებრივი ზებრა გამოჩნდა. ფოტოგრაფმა რაჰულ საჩდევმა და გიდმა ენტონი ტირამ მოახერხეს მისი ფოტოგრაფირება.


პარმალე ლემეინი, ველური ბუნების სპეციალისტი მატირა ბუშის ბანაკიდან აცხადებს, რომ ასეთი რამ პირველად მოხდა მარას ნაკრძალში. სავარაუდოდ, პატარა ზებრას აქვს მელანიზმი, ალბინიზმის საპირისპირო.

image


ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ზებრას ზოლები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ხდება მელანინის წარმოების ინჰიბირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველი, სავარაუდოდ, შავი ფერისაა, თეთრი ზოლებით და არა პირიქით.

image

მაგრამ ზებრა ზოლიანი მხოლოდ სილამაზისთვის როდია. ცოცხალი მეცნიერება აცხადებს, რომ ისინი ეხმარებიან ცხოველებს დაიცვან თავი აფრიკის მწველი მზისგან.

image

ასევე არსებობს თეორიები, რომ ზოლების მეშვეობით ზებრები იმალებიან პოტენციური მტაცებლებისგან, ასევე თავს იცავენ ბუზების ნაკბენისგან, რომელიც მრავალი დაავადების წყაროა.


5
163
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
163
  
2021, 8 თებერვალი, 11:59
რა საყვარელი ზებრაა
2021, 7 თებერვალი, 17:07
იმედია.
2021, 7 თებერვალი, 16:40
ძალიან საყვარელია. იმედია კარგად იქნება.
2021, 7 თებერვალი, 16:25
რა საყვარელია.:)
0 1 5