x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მუსიკა არის ის,რომელიც არასდროს მოკვდება"-სხვა კუთხით დანახული სალმან ხანი
image

სუპერვარსკვლავმა სალმან ხანმა, რომელიც მუსიკალური რეალიტი შოუს ელჩი გახდა, განაცხადა, რომ "მუსიკა არის ის, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს, საზოგადოებას მუდამ გაართობს."


სალმანმა ოცდაათ წლიანი კარიერის განმავლობაში რამდენიმე სიმღერა ჩაწერა ფილმებისთვის, ხოლო გასულ წელს ჩაწერა სამი სპეციალური სიმღერა - "Pyaar Corona", "Tere bina" და "Bhai bhai". კითხვაზე, ის იმღერებს თუ არა მომავალ შოუში, მან უპასუხა: ”თქვენ (მაყურებელი) ნახავთ მას. შოუს ყურებისას მიხვდებით, რა იქნება იქ. ეს არის უნიკალური მუსიკალური ლიგა, სადაც შევეცდებით, მუსიკის სხვადასხვა ფორმა წარვუდგინოთ საზოგადოებას. ”


”კარანტინის დროს, ერთადერთი რაც იყო-ესაა მუსიკა. ამ დროს ყველა მუსიკას აკეთებდა, მათ შორის მეც. დავწერე სამი სიმღერა, ატვირთე ისინი ჩემს YouTube არხზე და ადამიანებმა ის შეაფასეს. მუსიკა არის ისეთი რამ, რაც არასდროს მოკვდება ”, - თქვა ბოლივუდის სუპერვარსკვლავმა.




ახალ შოუზე საუბრისას მან დაამატა: ”მანამდეც ვნახეთ სხვადასხვა სახის სპორტული ლიგები. ეს ლიგაც იგივე პრინციპებზე იქნება აგებული და ენერგიით სავსე იქნება. ჩვენ შევეცდებით მისი მასშტაბები გავაფართოვოთ და ეს მუსიკალური ლიგა მაყურებელს მივაწოდოთ. იმედი მაქვს, რომ საუკეთესო გუნდი მოიგებს შოუს. "


ლიგა შედგება ექვსი გუნდისგან, რომელსაც ბოლივუდის, კრიკეტისა და მუსიკის სამყაროს ცნობილი სახეები ხელმძღვანელობენ. ესენი არიან:რაჯკუმარ რაო, შადჰა კაპური, გოვინდა, რიტეიშ დეშმუკი და გენელია დეშმუკი, ბობი დეოლი და სურეშ რაინა.


ინდური მუსიკალური სამყაროს დიდი სახელები, როგორიცაა ასი კაური, მიკა სინგჰი, აკრიტი კაკარი, შაანი, ნეჰა ბჰასინი, კომპოზიტორი საჯედი, შილპა რაო, კაილაშ ხერი, ბჰუმი ტრივედი, ჯავედ ალი, პაიალ დევი და ანკიტ ტივარი ამ გუნდების კაპიტნები იქნებიან. ...

შოუ ეთერში თებერვლის შუა რიცხვებში გავა.



სალმან ხანი ბოლივუდის ერთ-ერთი უპოპულარესი მსახიობია, პირველი დიდი წარმატება მას მოუტანა ფილმმა „მე შევიყვარე“, რომელიც ეკრანებზე 1989 წელს გამოვიდა.შემდეგ იყო, 1990-იანი წლების ყველაზე წარმატებული ფილმი "ვინ ვარ შენთვის?"(1994), რომელიც "შურისძიება და კანონის"(1975) შემდეგ ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა ბოლივუდის ისტორიაში.


image

1999 წლისთვის სალმან ხანი გახდა ყველაზე პოპულარული მსახიობი შემდეგი ფილმების წყალობით:"ცოლი ნომერი ერთი", "ჩვენ ვერ დაგვაშორებენ" და "Straight From the Heart".


2015 წლის 6 მაისს სალმან ხანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, არაფხიზელ მდგომარეობაში უსახლკარო ადამიანის გატანის გამო, რომლის შემდეგაც სალმანი მიიმალა. დანაშაული მოხდა 2002 წელს. თვითონ მსახიობი ამტკიცებდა, რომ იმ დღეს არ იჯდა საჭესთან. განაჩენმა რეზონანსული გამოხმაურება გამოიწვია. 2015 წლის ივლისში განხილულ იქნა ხანის აპელაცია, ამ დრომდე ის თავისუფლებაში რჩებოდა. საბოლოო წერტილი ამ საქმეში მუმბაის უზენაესმა სასამართლომ დასვა; 2015 წლის დეკემბერში მან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.


სალმან ხანი აგრეთვე მხატვარიცაა, იგი ცნობილია საკუთარი ქველმოქმედებით. უკვე წლებია, რაც ის არც ისე ცოტა თანხას სწირავს კიბოთი დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და სულით ავადმყოფ ბავშვთა უზრუნველსაყოფად.


ამ მიზნებისთვის 2006 წელს დაარსდა სალმან ხანის ფონდი Salman Khan Foundation. ფონდში თანხას რიცხავენ მსურველები და ასევე თანხა შედის სალმანის გაყიდული ხელოვნების ნიმუშებიდან. სალმანმა საკუთარი ჰობი ხატვის სახით ქველმოქმედებისთვის გამოიყენა და უკვე ათობით ნამუშევარი გაყიდა და თანხა ფონდში გადარიცხა. 2007 წელს ერთ-ერთი მისი ნამუშევარი 230 ათას დოლარად გაიყიდა. ამავე წელს ფონდის შემოწირულობებით გაკეთდა პირველი ოპერაცია, ასევე დაიგეგმა ფილმ პარტნიორის ჩვენება ბავშვებისთვის.


0
30
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0