x
image
არჩილ ვერულიძე
გაიცანით რუსი კოსპლეიერი - Lady Melamori.
image

რუსი კოსპლეიერი - Lady Melamori Cosplay, რომელიც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის ცნობილია მარია დავიდოვას სახელით, თავისი საქმის ნამდვილი ვირტუოზია. გოგონა თავად ქმნის კოსტიუმებს, რომლებისაც ჰოლივუდის რეკვიზიტებისა და საგარდერობო მაღაზიების ოსტატებსაც კი შეშურდებოდათ. მარიამ ასეთ სიმაღლეებს სულ რაღაც ოთხი წლის განმავლობაში მიაღწია, რადგან მისი დებიუტი კოსპლეიში შედგა 2016 წელს.


image

მარია «Lady Melamori» დავიდოვას ძალიან არ მოსწონს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ სიამოვნებით საუბრობს თავის როლებსა და და წარმოუდგენელ კოსტუმებზე. კოსპლეიერმა თავად გაიაზრა ფანტასტიკური კოსტიუმებისა და აქსესუარების შექმნის რთული მეცნიერება, ახლა კი რუსეთში, და შესაძლოა მსოფლიოში, მას სულ რამდენიმე კონკურენტი ჰყავს.


image

თავდაპირველად Lady Melamori ქმნიდა კოსტიუმებს მხოლოდ თავისთვის, ახლა კი შეკვეთებსაც იღებს. მარიას მომსახურება იაფი არ არის, მაგრამ შედეგი ღირს! იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ მარია ნამდვილი პროფესიონალია, უბრალოდ უნდა ეწვიოთ მის ინსტაგრამის გვერდს, რომელსაც 365 ათასი გამომწერი ჰყავს.

image

უნდა აღინიშნოს, რომ Lady Melamori იმდენად მიმზიდველია , რომ ზოგჯერ კოსტუმი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

image

გოგონა საერთოდ არ მალავს თავის სექსუალობას და მისი ფოტოების უმეტესობა საკმაოდ გამომწვევია.

image

სილამაზე, სითამამე და მომხიბვლელობა, გაზავებული ველური ფანტაზიითა და კოსტუმების უნაკლო ტექნიკური შესრულებით, უცვლელად უზრუნველყოფს მარიას წარმატება ყველა კოსპლეის ფესტივალზე.

imageimageimageimageimageimageimageimageimage


2
360
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
360
  
2021, 7 თებერვალი, 2:37
გადავცემ :დ
2021, 6 თებერვალი, 23:40
ჰემოგლობინის ანალიზი გაიკეთოს, მეტისმეტად თეთრია. :)))
0 1 2