x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოდიშის სამთავროში შემოჭრილმა ომარ ფაშამ ვერ შესძლო ჭაქვინჯის ციხის აღება მეგრელების ხრიკის წყალობით

image 1855 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ოსმალეთმა უზარმაზარი არმია გადასხა აფხაზეთის სამთავროში, ოსმალების არმიას სახელგანთქმული სარდალი ომარ ფაშა მეთაურობდა. ყირიმის ომის წარმატებული სარდალი ქტომბერში სოხუმში შევიდა. აფხაზეთის დამორჩილების მერე თურქმა ფაშამ ძირითადი ძალები დაძრა ოდიშის სამთავროს მიმართულებით, სადაც კი წინააღმდეგობას წააწყდა გადაწვა მთელი სოფლები სამურზაყანოში. 1855 წლის 25 ოქტომბერს მდინარე ენგურთან ბრძოლის შემდეგ რუსეთის ჯარის პოლკი და და სამეგრელოს მილიცია აღმატებული ძალების გამო იძულებული გახდა უკან დაეხია, ომარ ფაშამ სამეგრელოს ძირითად ნაწილზე კონტროლი დაამყარა. მან ოდიშის სამთავროს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს შუამავლები მიუგზავნა და მოკავშირეობა შესთავაზა, სანაცვლოდ კი სამეგრელოში რუხის, ანაკლიის და ფოთის ციხეებში ოსმალური გარნიზონის ჩაყენებით დაკმაყოფილდებოდა და სამთავროს დატოვებდა.
დედოფალმა უარი განუცხადა ოსმალო ფაშას შუამავლებს. განრისხებულმა ფაშამ სასტიკი ზომების გატარება მოითხოვა. მისი ბრძანებით მისი ერთერთი სარდალი ჯერ კიდევ აუღებელ ჭაქვინჯის ციხეს მიადგა მრავალრიცხოვანი ჯარით და ციხის გარნიზონს დანებება მოსთხოვა (სწორედ ამ ციხეში დაიბადა ოდიშის სამთავროს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის მამა დავით დადიანი).
ციხის გარნიზონს მშვიდობიანმა მოსახლეობამაც შეაფარა თავი, ციხის დაცვას სამთავროს ჯარების ერთერთი სარდალი ვარდან ჩიჩუა და ვინმე ჯაიანი ხელმძღვანელობდნენ.
ციხის მდებარეობა მეციხოვნეებს საშუალებას აძლევდა მედგარი წინააღმდეგობა გაეწია ოსმალებისათვის.
როგორც წესი ალყაშემორტყმულ ციხეებში მუდამ წყლის პრობლემა იჩენდა თავს, ჭაქვინჯის ციხეში ამის პრობლემა არ იყო, რადგან ციხის შუაგულში დღესაც ჩანს ჭა, რომლის სიღრმე ციხის მდებარეობას თუ გავითვალისწინებთ ძალიან ღრმა უნდა ყოფილიყო. თავად ჭაქვინჯი მეგრულიდან ქართულად ითარგმნება, როგორც ჭის ძირი. ძირითადი ციხიდან მოშორებით იდგა მეორე მომცრო ციხე (სწორედ ამ ციხესთან ახლოს ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც ულამაზესი ქართველი მსახიობი ნატო ვაჩნაძე იმყოფებოდა), ციხეებს შორის გვირაბი გადიოდა რომლის კედლები ბეტონით იყო მობათქაშებული, გვირაბის ბაწილი დღესაცაა (თავადაც ჩავსულვარ გვირაბში და რამდენიმე ათეული მეტრი გამივლია, სამწუხაროდ გზის სამშენებლო სამუშაოებისას მძიმე საგზაო ტექნიკამ გვირაბი ეტყობა ჩაანგრია და გვირაბის ბოლომდე გასვლა შეუძლებელია).
ოსმალებმა როცა იმძლავრეს ციხის დამცველებმა ეშმაკური ხერხი იხმარეს, ციხეს შეფარებული მოსახლეობის რამდენიმე ღორი დაკლეს და ღორის თავები გალავანზე გადმოკიდეს, სისხლი თი გალავანს და გალავანზე ჩაშენებულ ციტადელებს მიასხეს.
როგორც იცით მუსლიმებისათვის ღორი უწმინდურ ცხოველად ითვლება და ვინც მას შეეხება წაბილწულად.
ისქანდერ ფაშამ თავისი ჯარი მოხსნა ციხის ალყიდან და განრიხსებულმა ჯავრი ზუგდიდზე და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე იყარა, ბოტანიკურ ბაღში ხეები აჩეხეს. 1855 წლის 14 ნოემბერს რუსულმა არმიამ ყარსი აიღო და ომარ ფაშა ოსმალეთში გაიხმეს, ომარ ფაშამ ოსმალეთისაკენ მიმავალ გზაზე სოფლები მიყოლებით გადაწვა და ოდიშის სამთავრო დატოვა.
ჭაქვინჯის ციხე სადღეისოდ სავალალო მდგომარეობაშია, მიუხედავად მისი ისტორიული მნიშვნელობისა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არაფერს აკეთებს მის გადასარჩენად, რაშიც ეს ვიდეოც დაგარწმუნებთ.
image image საინტერესოა ვინ გასცა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან თხილის პლანტაცია გაეშენებინა.
image



0
1096
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1096