x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს

იაპონია გასაოცარი ქვეყანაა, გასაოცარი ტრადიციებით და ხალხით, თუმცა მათი თავისებურებები შეიძლება ვერც კი გავიგოთ.


1. გოლფები და კაბების სიგრძე- ცნობილია, რომ იაპონელი სკოლის მოსწავლე გოგონები კოლგოტებს საერთოდ არ იცვამენ. სუსხიან და ცივ დღესაც დაინახავთ ქუჩაში სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში კაბებით, კოლგოტების გარეშე დადიან. ცნობისთვის, ქვედაბოლოს ზომაც გოგონას ასაკზეა დამოკიდებული: რაც უფრო უფროსია გოგონა, მით უფრო მოკლეა ქვედაბოლოც და დიახ, ეს ქვედაბოლოები იაპონიის სკოლების მნიშვნელოვანი ატრიბუტია.image


2. პატრიარქატი- ისე გამოვიდა, რომ იაპონიის საზოგადოებაში მთავარი როლები სწორედ მამაკაცებს ეკუთვნით. სხვადასხვა დაწესებულებებში და ორგანიზაციებში პირველ რიგში მამაკაცებს ემსახურებიან და შემდეგ ქალებს. ასევე კაფეებში და რესტორნებში, მამაკაცებთან მიაქვთ ჯერ შეკვეთა და სასმელები, ხოლო შემდეგ უკვე ქალებთან.image


3. ტექნოლოგიებისადმი დამოკიდებულება-იაპონელი ექიმები ნერვიულობენ რადგან ამ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანაში ელექტრონიკის როლმა გადააჭარბა ყველა დასაშვებ დონეს. ახალგაზრდები თავიანთ ტელეფონებზე დამოკიდებულები არიან. ისინი ქუჩაშიც ტელეფონებში თავჩარგულები დადიან. ეს პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ იაპონიაში სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელიც კი შეიქმნა, რომლებიც ტექნოლოგიებზე ზედმეტად დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარებიან.image


4. “ჩაის ფული"- იაპონიაში ნამდვილად მიუღებელია რესტორნებსა და კაფეებში ე. წ. “ჩაის ფულის" დატოვება, რადგან პერსონალი ამას შეურაცხყოფად აღიქვამს. საქმე იმაშია, რომ როდესაც კლიენტი ფულს იხდის, ისიც და მომსახურე პერსონალიც თანასწორები არიან, ხოლო ზედმეტად დატოვებული თანხა თითქოსდა დახმარებად ითვლება. ამიტომ, მომსახურე პერსონალისთვის შესაძლებელია შოკოლადის, ან რაიმე სუვენირის დატოვება, მაგრამ ფულის არავითარ შემთხვევაში.image


5. ტრენდები- მოდური ტრენდები იაპონიაში ტაიფუნივითაა, ისინი ყველაფერს იპყრობენ და შემდეგ მალევე ცხრებიან. როდესაც ტრენტი პოპულარობის პიკშია, პროდუქტი ელვის სისწრაფით იყიდება, ტრენდი კი ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს, უჩვეულო საკვებიდან დაწყებული, იღლიის შეღებვით დამთავრებული. როგორც წესი, პოპულარობა 1 წელზე მეტ ხანს არ გრძელდება. ამის შემდეგ კი ამ პროდუქტს აღარავინ იხსენებს.image


6. სქესობრივი მომწიფება- იაპონიაში სქესობრივად მომწიფების ასაკად 13 წელი ითვლება. ამ ასაკიდან, გოგონას ყველანაირი უფლება აქვს ინტიმური კავშირი დაამყაროს ვინმესთან.image


7. ვუაიერიზმი- სამწუხაროდ იაპონიაში ეს ძალიან გავრცელებულია. საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში მამაკაცებისთვის გოგონებისთვის დაუკითხავად ხელის მოკიდება და თათუნი ჩვეულებრივი მოვლენაა და თითქოსა სპორტის სახეობაც კი. საჩივრების გამო იაპონიაში სპეციალური ვაგონებიც კი შექმნეს, რომლებიც მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ქალებს ეს დიდად არც ეხმარებათ, ვუაიერეზმის მსხვერპლები ისინი შეიძლება შუა ქუჩაში ან სავაჭრო ცენტრშიც გახდნენ.image


8. არხის წყლები- იაპონიის ქალაქების არხები იმდენად სუფთა და წმინდაა, რომ მათში თევზები დაცურავენ. უნდა ითქვას, რომ არხები ტურისტებსაც ძალიან იზიდავენ.image


9. სისხლის ჯგუფი- თუკი ევროპაში ზოდიაქოს აქცევენ დიდ ყურადღებას ადამიანის ხასიათის შესაცნობად, იაპონიაში ამისთვის სისხლის ჯგუფი გამოიყენება. იაპონელებს სჯერათ, რომ სისხლის ჯგუფი განაგებს მათ ხასიათს და ბედსაც კი.image

0
484
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0