x
image
არჩილ ვერულიძე
« რუსული სისტემის აღსასრული»

image

რუსეთის ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - ის კოლონიაში გაატარებს 3, 5 წელს. რუსეთის სასამართლოს განაჩენს კომენტარი გააკეთა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა. იგი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არა ნავალნის, არამედ მთელი რუსეთის პოლიტიკური სისტემისთვის ვერდიქტის ტოლფასია.

« ნავალნის გამუტანეს განაჩენი - ადამიანს, რომელიც ამხელდა სისტემას და პირადად ბელად პუტინს, ადამიანს რომელიც მოწამლეს, ადამიანს რომელმაც დაამტკიცა მისივე მოწამვლის ფაქტი. ახლა კი მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ ეს არის გაბნაჩენი რუსული სისტემის და არა ნავალნის.» - აღნიშნა ჟურნალისტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობის დასასრული ახლოვდება. ნავალნიზე საუბრისას, გორდონმა ხაზი გაუსვა, რომ ის არის წინააღმდეგობრივი ოპოზიციის ლიდერი და მკაფიო პოლიტიკოსი.


ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინისთვის ყველაზე რთული პერიოდია ახლა, როდესაც ჯო ბაიდენი ხელისუფლებაში მოვიდა შეერთებულ შტატებში. მან არ გამორიცხა, რომ რუსეთში ძალაუფლება შეიძლება შეიცვალოს ახალი მკაცრი სანქციების გამო.

0
81
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0