x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ვინ არიან ილუმინატები?

“ილუმინატები", სახელწოდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა სხვადასხვა ოკულტურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლებს. ეს ტერმინი გამოიყენებოდა გერმანული ფარული ორგანიზაციის მიმართ, თუმცა დღეს ის შეთქმულების თეორიების ორგანიზაციებთან ასოცირდება. ილუმინატის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა კაშკაშა დელტა აშშ დოლარის კუპიურაზე. პირველი ოფიციალური “საძმო" კი ბავარიაში წარმოიშვა 1776 წელს.image

ამ ორდენის მიმდევრები იბრძოდნენ რელიგიის წინააღმდეგ და ხელს უწყობდნენ ლიბერალურ, პროპაგანდულ იდეებს. ორდენი აკრძალა ხელისუფლებამ დაარსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ხოლი მისი დამაარსებელი და იდეოლოგი ადამ ვაისჰაუპტი განდევნეს. ჭორების თანახმად, ილუმინატებმა თავიანთი საქმიანობა ჩუმად, ჩრდილში განაგრძეს. სწორედ მათ მიაწერეს ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბება და სხვადასხვა რევოლუციებს მსოფლიოში. გარდა ამისა, მათ თანამედროვე ლიტერატურაში ხშირად მოიხსენიებენ, რის გამოც დღესაც შიშის ზარს სცემენ საზოგადოებას.

თანამედროვე შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ საიდუმლო საზოგადოებამ შეძლო გადარჩენა და ახლაც არსებობს, როგორც ბოროტი მთავრობა ჩრდილქვეშ, რომელიც მსოფლიო პოლიტიკისა და ინდუსტრიას წარმართავს და მითითებებს აძლევს.

0
127
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0