x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
აი რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც ის მოწევას თავს ანებებს

ორგანიზმი განსხვავებულად აგრძელებს მუშაობას ბოლო სიგარეტის მოწევიდან უკვე რამდენიმე წუთში. აი ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებსაც წააწყდებით, თუკი სიგარეტს უარს ეტყვით:image

20 წუთის შემდეგ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა

დიახ, 20 წუთის შემდეგ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდეა და ამასთან იზრდება ხელის და ფეხის თითების მგრძნობელობა.image


8 საათის შემდეგ ორგანიზმიდან გამოდის ნახშირბადის მონოქსიდი ანუ მხუთავი აირი.

8 საათის შემდეგ, ნახშირბადის მონოქსიდის რაოდენობა სისხლში იკლებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში ჟანგბადის დონე ნორმის ფარგლებშია.image


2 დღის შემდეგ ორგანიზმი იცლება ნიკოტინისგან

ორდღიანი თავშეკავების შემდეგ, სხეული მთლიანად იწმინდება ნიკოტინისგან. ამ დროს უკვე საბოლოოდ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ იმ პატარა კრისტალებს, რომლებიც მოწევისკენ გიბიძგებთ. თუმცა, სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ორგანიზმიდან მთლიანად გამოიყოფა ნიკოტინი, მოწევის სურვილი მაქსიმალურად იზრდება.image


2 დღის შემდეგ ბრნდებიან გემოს რეცეპტორები

ორდღიანი თავშეკავების შემდეგ გემოს რეცეპტორები ნორმალურად ფუნქციონირებას იწყებენ. თქვენ არამარტო უკეთ შეძლებთ გურმანული კერძების არომატის ნიუანსების შეცნობას, არამედ ჩვეულებრივ საკვებს ნაკლებ სუნელსაც დაუმატებთ. მარილის მიღების შემცირება კი ასევე გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.image


2 დღის შემდეგ უმჯობესდება ყნოსვა

დაქვეითეთებული ყნოსვის შეგრძნება გაგიქრებათ და არომატებს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.
image


3 დღის შემდეგ გაგიადვილდებათ სუნთქვა

3 დღის შემდეგ ფილტვებში აღდგება წამწამოვანი ეპითელიუმი. მოწევა ანადგურებს მიკროსკოპულ წამწამებს, რომლებიც ასუფთავებენ სასუნთქი გზებს. საბედნიეროდ, ამ წამწამებს რეგენერაცია შეუძლიათ.image


1 კვირის შემდეგ არტერიული წნევა ეცემა

არტერიული წნევა იწყებს დაწევას ერთი კვირის შემდეგ, რაც ამცირებს ინსულტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების შესაძლებლობას, გულის და თირკმელების უკმარისობას და სტენოკარდიას.image


2 კვირის შემდეგ სუსტდება ხველა

ხველა თანდათან გაქრობას იწყებს 2 კვირის შემდეგ. მას შემდეგ, რაც სიგარეტს თავს ანებებთ, თქვენს ფილტვებს დრო სჭირდება მათში მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, როდესაც მოწევას თავს ანებებთ, ორგანიზმი იწყებს წმენდას და რეგენერაციას.image


2 კვირის შემდეგ სისხლის მიმოქცევა მთლიანად აღდგება და სექსუალური ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება.

2 კვირის შემდეგ სისხლი ბევრად უკეთესად მიედინება კიდურებისკენ, რაც ხელს უწყობს მამაკაცებში უფრო ძლიერ და ხანგრძლივ ერექციას.image


3 თვის შემდეგ უმჯობესდება სახის ფერი

მოწევის შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ კანის ტონი თანაბრდება. ნიკოტინი ზღუდავს სისხლის მიმოქცევას კანის ზედა ფენებში, რაც მას ფერმკრთალ, მშრალ და ქერცლიანს ხდის. ნიკოტინი ასევე ასტიმულირებს ნაოჭების გაჩენას, რადგან ბლოკავს კოლაგენის გამომუშავებას.image


1 წლის შემდეგ ქრება ნადები და კბილები უფრო თეთრი ხდება

თუკი 1 წლის განმავლობაში არ მოწევთ, გაქრება მწეველის ყველაზე თვალშესაცემი ნიშნები: თამბაქოს ფერი თითებიდან მოშორდება, ნადებიც კბილებზე სულ უფრო და უფრო შეუმჩნეველი გახდება. სტომატოლოგთან წმენდის ჩატარების შემდეგ ისინი აღარ გაგიყვითლდებათ ხოლო ღრძილებში სისხლის მიმოქცევა ნორმაში ჩადგება.image


15 წლის შემდეგ სიმსივნის რისკი ნორმალიზდება

წლების განმავლობაში ასევე იკლებს სხვადასხვა დაავადებისადმი მგრძნობელობის რისკი. 5 წლის შემდეგ ინსულტის რისკის მაჩვენებლები ნორმალიზდება და 15 წლის შემდეგ, ყოფილი მწეველის სიმსივნით დაავადების ალბათობა იგივეა, რაც არამწეველთან.
















0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0