x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომელიც დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია
image


ყველაზე გამძლე პლანშეტები წარმოადგენს შეჯავშნილ მოწყობილობებს, რომელთაც ფოსმაჟორულ ვითარებაში ან რთულ კლიმატურ პირობებში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ.


დაახლოებით 20 წლის წინ, მწარმოებლებმა დაინახეს, რომ ბაზრის გარკვეული სეგმენტი უფრო გამძლე და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ პლანშეტებს საჭიროებდა და ამგვარი პარამეტრების მქონე მოწყობილობაზე მუშაობა დაიწყეს.


შეჯავშნილი პლანშეტები წარმოადგენს გამძლე მასალისგან შექმნილ მოწყობილობებს, რომელთა დაზიანება საკმაოდ რთულია. პლანშეტის თითოეული ინდუსტრიული მასალა მკაცრად მოწმდება, იტესტება და მხოლოდ მას ეშვება წარმოებაში. გამძლეობისა და ძლიერი ოპერატიული სისტემის გათვალისწინებით, ზოგიერთი ასეთი პლანშეტი 10 წლის განმავლობაშიც კი მუშაობს.



რას „უძლებს“ შეჯავშნილი პლანშეტი?


image


ის წყალგამძლე მასალებისგან არის შექმნილი და მაღალი ტენიანობის, თოვის ან წვიმის დროს, სენსორი მუშაობას არ წყვეტს, მოწყობილობა არც სწრაფად ზიანდება. ამასთან, შეჯავშნილი პლანშეტები აქტიურად გამოიყენება ცხელ რეგიონებში, ქარხნებში, საწარმოებში, მაღაროებში, სადაც მტვერია. როგორც წესი, მტვრიან გარემოში ჩვეულებრივი მოწყობილობები მალე გამოდის მწყობრიდან, შეჯავშნილი პლანშეტები კი სპეციალურად ამგვარი პირობებისთვის არის შექმნილი.


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რის გამოც შეჯავშნილი პლანშეტები პოპულარობით სარგებლობს, არის ის, რომ მათი დაზიანება თითქმის შეუძლებელია. მაგალითისთვის, მანქანამ რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანზე მხოლოდ ნაკაწრები ან უარეს შემთხვევაში, ბზარები დარჩეს.


აღნიშნული მოწყობილობები, როგორც გამძლეობის, ისე უსაფრთხოების კუთხით აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს იმისათვის, რომ სამხედროებმა, პოლიციის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა თუ ალპინისტებმა შეუფერხებლად გამოიყენონ. ცნობილია, რომ ნიუ იორკის პოლიციაც აღნიშნული ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი. შეჯავშნილი პლანშეტებს ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მაღალი ფასი აქვს, თუმცა ისინი 5 და მეტი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებენ და ახალი მოწყობილობის შეძენის საჭიროებისგან გვაზღვევენ.


შეჯავშნილი პლანშეტები მათი გამძლეობის გამო, თანამშრომლების პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება. იმის დასადასტურებლად, რომ მისი დაზიანების რისკი თითქმის არ არსებობს, მწარმოებლები მეტალის მძიმე წვეთის ტესტირებასაც იყენებენ-ხოლმე, რომელიც პლანშეტის ეკრანს სიმაღლიდან ეცემა, თუმცა ვერაფერს აკლებს.


ამის მაგალითად, ერთი კონკრეტული მწარმოებლის პლანშეტის შეგიძლიათ იხილოთ:



აღნიშნული პლანშეტების სქემები და მისი თითოეული დეტალის განლაგება შერჩეულია იმ მიზნით, რომ დავარდნისა და ვიბრაციის შემთხვევაში, მექანიზმს ზიანი არ მიადგეს. ამასთან, მწარმოებლები ითვალისწინებენ ბატარეის გამძლეობასაც, რაც თანამედროვე მოწყობილობების ერთგვარ სუსტ წერტილს წარმოადგენს. შეჯავშნილი პლანშეტების ბატარეა ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გამძლეა და სიცივის გამო, ხშირად დამუხტვას არ საჭიროებს.


ყველა განვითარებული ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მეხანძრეები თუ ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი ქარხნების თანამშრომლები შეჯავშნილ პლანშეტებს იყენებენ, რადგან ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ფინანსების დაზოგვისა და სამუშაოს უკეთ შესრულების საშუალებას აძლევთ. აღნიშნული ტექნოლოგია წლებია, საქართველოშიც შემოვიდა, თუმცა აქტიურად მხოლოდ ახლა ინერგება.

0
977
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
977
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0