x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
რა ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა და სხვა საშინაო საქმეების კეთება

მეცნიერთა აზრით, ბავშვები, რომლებიც მიჩვეული არიან საშინაო საქმეების კეთებას, ზრდასრულ ცხოვრებაში უკეთესად მუშაობენ. ამ საქმეებმა შეიძლება გააუმჯობესონ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობაც, რადგან ისინი მნიშვნელოვნად გრძნობენ თავს.


ბავშვა საქმეების კეთება თანმიმდივრულად, წლების შესაბამისად უნდა ისწავლოს.



image






2-5 წელი:

უნდა ვასწავლოთ თანმიმდევრობა და რიგი


image


აჩვენეთ, რომ ყველა საქმეს აქვს დასაწყისი, შუა და დასასრული. მაგალითად ასწავლეთ ტანსაცმელი, რომელიც აცვია გაჭუჭყიანების შემდეგ მოათავსოს კალათაში.



გაწმინდოს სათამაშოები, წიგნები, აალაგოს ლოგინი, გარეცხოს თეფში ჭამის შემდეგ.


უმარტივესი საშინაო დავალებები ასწავლის მათ, თუ როგორ უნდა შეასრულონ დიდი სამუშაო მცირე ნაწილებად მომავალში.

image
შენიშვნა: თითოეულ ახალ ასაკობრივ ჯგუფში შესრულებული საქმეები მოიცავს ყველა წინა ასაკობრივ ჯგუფს.



6-7 წელი:

უნდა ისწავლოს სხვისი დახმარება და მონაწილეობა გუნდურ მუშაობაში

image

ეს კარგი დროა გუნდური მუშაობის მნიშვნელობის და სხვების დახმარების სასწავლად.

დაიხმარეთ ისინი საჭმლის მომზადებაში, სუფრის გაშლაში, სასურსათო სიების შედგენაში, მცენარეების მორწყვაში და მაღაზიიდან საჭირო ნივთების მოტანაში.

ოჯახის შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, კი არა მხოლოდ ასწავლის მათ დახმარებას, არამედ სახალისოცაა. ასე ბავშვი იგრძნობს ჩართულობას და ექნება შანსი ჩამოუყალიბდეს კომუნიკაციის უკეთესი უნარი.





8-9 წელი:

ვასწავლოთ ის, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს

image

როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ შეუძლიათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, ამ ასაკში უნდა ვასწავლოთ მის გარშემო რაც არის ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.

ამ გზით ბავშვი სწავლობს თანმიმდევრულობას და საკუთარი საცხოვრებელი ფართის სისუფთავის დაცვას.

ასწავლეთ როგორ დაალაგოს საკუთარი ნივთები, ჩააწყოს ჭურჭელი სარეცხ მანქანაში და პირიქით ამოიღოს და დაალაგოს.






10-11 წელი:

უფრო მეტად თავდაჯერებული რომ იყოს

image


ახლა ბავშვი მზადაა უფრო დიდი ამოცანებისთვის! მაგალითად შეუძლია ლანჩის შეფუთვა სკოლაში წასაღებად, ან საუზმის მომზადება სკოლაში წასვლამდე, ან ნაგვის გადაყრა და სახლის დახვეტა.

ასეთი სირთულის მრავალსაფეხურიანი საქმეები, ხელს უწყობენ ბავშვებს დაგეგმონ წინასწარ და დაადგინონ საჭირო ნაბიჯები დავალების შესასრულებლად. ეს დაეხმარება ბავშვებს დროის მენეჯმენტისა და პრობლემების გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებაში.



12-15 წელი:

ვასწავლოთ პრიორიტეტების დასახვა

image

თინეიჯერებისთვის ამა თუ იმ სირთულის საქმის გაკეთება პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს.

ამ ასაკში ისინი მოზრდილებად იქცევიან, ამიტომ მნიშვნელოვანია მათდამი ნდობის გამოხატვა, რომ თავისუფლად შეძლებენ, რთული საქმის გაკეთებას.

მაგალითად მანქანის გარეცხვა, ეზოს დალაგება, ბალახის გაკრეჭა, დაუთოება, ღილების დაკერება, ფანჯრების გაწმენდა.

მოტივაციამ ამ ასაკში შეიძლება საოცრება მოახდინოს. მნიშვნელოვანია ვასწავლოთ თვითდისციპლინა და პრიორიტეტების განსაზღვრა.




16 + წლები:

ემზადება ზრდასრული ცხოვრებისთვის

image

მოზრდილობაში ბავშვები საკმაოდ კომპეტენტურები და თვითკმარები არიან, ამიტომ მათ საქმეებში შედის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლია ჩვეულებრივ ზრდასრულ ადამიანს. ეს მოიცავს ფულის მართვას და საგანგებო სიტუაციების მოგვარებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქმე შვილს უნდა გადავაბაროთ, უბრალოდ გადაინაწილეთ საოჯახო საქმეები.







0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0