x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
რა მოხდება თუკი არ მიიღებთ ნახშირწყლებს

ვინ არ ყოფილა დიეტაზე და უცდია ამა თუ იმ პროდუქტის საკვები რაციონიდან ამოღება. ყველაზე მეტად კი დიეტის დროს ვამცირებთ ნახშირწყლების მიღებას, ისეთი როგორიცაა პური, ტკბილეული, კარტოფილი, მაკარონი და სხვა.


მართალია, ნახშირწყლების გამორიცხვა დაგეხმარებათ ცხიმის დაწვაში, მაგრამ მის არ მიღებას ასევე აქვს მრავალი არასასიამოვნო გვერდითი ეფექტი.




თუკი უარს იტყვით პროდუქტებზე,

რომელიც შეიცავს ნახშირწლებს:



#გექნებათ მუდმივი დაღლილობისა და მოთენთილობის გრძნობა



image


როდესაც სხეული ეგუება დიეტას, რომელიც შედგება ძალიან ცოტა ნახშირწყლებისგან, ის იწყებს ცხიმის დაწვას ენერგიის მისაღებად. იმის გამო, რომ ცხიმი არის ენერგიის ნელი წყარო, ვიდრე გლუკოზა, თქვენთვის უფრო რთული იქნება ვარჯიში და სხვა აქტივობების შესრულება.




#გაგიჩნდებათ პირში არასასიამოვნო სუნი

image


ეს ცვლილება დიეტის დაწყებიდან რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. სუნი ჩნდება იმიტომ, რომ როდესაც სხეულს არ შეუძლია ნახშირწყლებისგან ენერგიის მიღება, იგი იწყებს ცხიმის დაშლას და ცხიმოვან მჟავებს აქცევს ბუნებრივ ქიმიკატებად, რომლებსაც კეტონებს უწოდებენ.




#გექნებათ გულისრევის შეგრძნება

image


ნებისმიერი აკრძალვა სტრესია სხეულისთვის. როდესაც შეწყვეტთ ნახშირწყლების ჭამას, თქვენს სხეულს აღარ შეეძლება გლუკოზის დაწვა ენერგიის მისაღებად და ეს, როგორც წესი, იწვევს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა გულისრევა, თავის ტკივილი და გაღიზიანება.




#დაგეწყებათ კუნთების სპაზმი

image


ნახშირწყლების მკვეთრი შემცირებით თქვენი სხეული შარდის საშუალებით უფრო მეტ ელექტროლიტს კარგავს. იმის გამო, რომ ეს მინერალები აუცილებელია უჯრედებისთვის, ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმები.




#გაგიჩნდებათ მეტაბოლიზმი

image

დიეტის ერთ-ერთი მთავარი გვერითი მოვლენა.




#არასასურველია გულისთვის

image

კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტა ნახშირწყლებს ჭამენ, გულის დაავადებებით ნაადრევი სიკვდილის უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან. სამედიცინო ექსპერტები გვირჩევენ თავი ავარიდოთ ნახშირწყლების შემცირების დიეტებს, ან მის სრულ აკრძალვას. რადგან ჯანმრთელი ნახშირწყლები ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლოა, ისინი ებრძვიან ანთებას და მის დაგროვებას სისხლძარღვებში.




გახსოვდეთ:

მიიღეთ ჯანმრთელი და კომპლექსური ნახშირწყლები ზომიერად და შეამცირეთ მარტივი ნახშირწყლები:

image
image


0
295
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0