x
image
თუთიკო ბერძენა
მშვიდობით, იარაღო ტუალეტში ანუ უცხოელი სასიძოს კურიოზი საქართველოში

image

2 წლის წინ ოჯახის ახლობელი გაგვითხოვდა ინგლისში. ქორწილამდე სასიძო ესტუმრა საქართველოს. არქეოლოგია პროფესიით, ზედმიწევნით განათლებული კაცი, და გვთხოვა, ვანი დამათვალიერებინეთო.
დავათვალიერებინეთ.
იმის ზევით მამალიც რომ არ ყივის, აი, იქაც ავიყვანეთ.
სოფლის სახელს მიზანმიმართულად არ ვწერ, რადგან...
პრინციპში, ვანი და თვითონ ეს სოფელიც აქ მაინც არაფერშუაშია.
ვანის რაიონში ისეთები დაიბადნენ და გაიზარდნენ, ნეტა ყველა კუთხე-კუნჭულში იბადებოდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გიორგი ნაფეტვარიძე, კორნელი კეკელიძე, ნიკა აგიაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე!
უკან წამოსვლის წინ, მეფეებიც რომ ფეხით დადიოდნენ, იქ შესვლა მოუნდა სასიძოს.
ავტომანქანა ერთ მოკრძალებულ სახლთან გავაჩერეთ და მოსახლეს ავუხსენით ჩვენი სტუმრის "გაჭირვება".
მობრძანდითო, არ დაგვზარდა მასპინძელი და თითით გზა გვიჩვენა ეზოს ბოლოს მდგარი ფიცრულისკენ...
ცოტა ხანში გაოცებული გამოდის ჩვენი სასიძო. იქ რაღაც წიგნი რატომ ჰკიდია თოკზე ჰემინგუეის პორტრეტითო, გვეკითხება. შევიხედე. "მშვიდობით, იარაღო" ჯერაც ფურცელმოუხეველი იყო.
და ჩავრთე "ქაქის" ლამაზად შეფუთვის ხელოვნება.
ჩვენში-მეთქი მანდაც კი არ ცდება კაცი, მანდაც წიგნს კითხულობს.
სახე უნდა გენახათ მისი, სახე!
უკანა გზაზე დედამისს უმესიჯა:
"მსგავსი განათლებული ერი არსად შემხვედრია. მაღლა მთაში, რომლის იქით, დიანას მეგობრის თქმით, მამალიც არ ყივის, ფიცრით შეკრულ ტუალეტშიც კლასიკას კითხულობენ!"
ჩვენი ბედი გაერია, რომ უკვე დაგლეჯილი წიგნი არ ეკიდა იმ დღეს "მეფეთა ფეხით სავალში"
0
677
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0