x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გოგონა ფიტნესვარჯიშების ვიდეოს იწერდა,როდესაც მის უკან სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო(ვიდეო)
image

ასე რომ, კხინგ ხნინ ვაის ვარჯიშების ვიდეომ შემთხვევით ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა.



მიანმარში (ყოფილი ბირმა) ფიტნეს მწვრთნელი კხინგ ხნინ ვაი ვიდეორგოლებს იღებდა დედაქალაქ ნაიფიდოში განათლების სამინისტროს შეკვეთით. გოგონა ამით უკვე 11 თვის განმავლობაში იყო დაკავებული, ჩაწერებისთვის გოგონას მთავრობის სასახლის მოპირდაპირე ადგილი ჰქონდა შერჩეული.


შავ- ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილმა გოგონამ ვიდეოსს ჩაწერა დაიწყო, როდესაც მის უკან გადაიშალა სურათი, რომელიც რომელიმე ჰოლივუდური ბოევიკის შესაფერისი უფრო იქნებოდა.



რამდენიმე სამთავრობო მანქანა დაჯავშნული შეიარაღებული ტექნიკის თანხლებით მიზანმიმართულად გაემართა შემოსაზღვრული ზონისკენ. იქ სამხედროებმა გზა გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მანქანებმა განაგრძეს მოძრაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, კხინგ ხნინ ვაიმ არ შეწყვიტა ვარჯიში, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მის უკან ისტორიული მოვლენები ხდებოდა. მოგვიანებით, გოგონამ სრული ვიდეო გამოაქვეყნა Facebook- ზე, გაოცებული იყო იმით, რომ ჩაწერისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო და ადგილი აირჩია.

image

ვიდეო გახდა ვირუსული სოციალურ ქსელებში და მყისიერად დააგროვა მილიონობით ნახვა და ასიათასობით მოწონება. გასაკვირი არ არის, რომ ვიდეომ გაამხიარულა ადამიანები, მიუხედავად სიტუაციის სერიოზულობისა.



შეგახსენებთ, ორშაბათს დილით, 1 თებერვალს მიანმარში მოხდა სამხედრო გადატრიალება. შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება ქვეყანაში, სახელმწიფო მრჩეველი აუნგ სან სუ ჩჟის შიდაპატიმრობაშია, ხოლო პრეზიდენტი ვინ მიინი დააპატიმრეს.

გადატრიალების მიზეზი იყო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასული წლის ნოემბერში გაიმართა, სადაც მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.. მიანმარში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხელისუფლება ხელში აიღო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მინ აუნ ხლაინმა.



0
313
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0