x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ხალხი პოლიტიკური შეუთანხმდებლობის მონაწილე გახდა, აღარავის ენდობიან და სწორედ ამ დროს იმარჯვებს ვირუსი: ლადო კახაძე
ხელისუფლებამ, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული შედეგები რაც შეზღუდვებით მივიღეთ, ჩვენი ყურადღების მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს.

''ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა და იმ გარემოს დეზინფექცია, სადაც ადამიანებს ყოფნა უწევთ. ეს არის ერთადერთი დამცავი საშუალება. საზოგადოებამ, ამ პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

ვირუსის მტარებელი და გადამტანი არის ადამიანი. ჩვენ ინდივიდები შესაძლოა, შემთხვევითაც ვიყოთ ვირუსის მატარებელი. ამიტომ, სხვისი დასნებოვანების წყარო არ უნდა გავხდეთ.

ლადო კახაძე


რაც შეეხება ვაქცინის საკითხს, აცრილი ადამიანი შეიარაღებული იქნება. დამატებითი ანტისხეულები ამოქმედდება, რომ ორგანიზმი ვირუსს გაუმკლავდეს. თუმცა, შესაძლოა კონკრეტული ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს და სხვას გადადოს. ამიტომ, აქაც დიდი ყურადღება იქნება საჭირო, რომ სანამ პოპულაცია 60-70% მდე არ იქნება, ამ ჯაჭვის გაწყვეტა იქნება ძალიან რთული. მანამდე კი, ერთმანეთისთვის მაინც საფრთხეს წარმოვადგენთ. შესაბამისად, დისტანცირება და საკუთარი თავის ნიღბით იზოლირება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ამას ამბობს თენგიზ ცერვაძეც. კი არ უნდა გავამკაცროთ შეზღუდვები. არამედ, უკვე დაწესებული მოთხოვნები მკაცრად უნდა დავიცვათ''. - აღნიშნა, კახაძემ.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი პერიოდი...

ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ამკაცრებენ შეზღუდვებს ანუ, სადაც ყურადღება მოდუნდა იქ გარემოება უფრო გართულდა. რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, გავიგეთ რომ ორი ტაქსის მძღოლი დაინფიცირებულ მდგომარეობაში მუშაობდა ე.ი ვირუსს ავრცელებდა. ასევე, ყოველდღე ვიგებთ, რომ შეზღუდვების დარღვევისთვის ათასობით ადამიანი დაჯარიმდა. არ ვგულისხმობ მე მხოლოდ, კომენდანტის საათის დარღვევას. ვგულისმობ, პირბადის ტარებას და სხვა რეგულაციების დაცვას. ეს ხომ მექანიკური პროცესია. ჩვენ თუ ნიღბის ტარების პროცენტულობა ავწიეთ 90-95% - მდე მერწმუნეთ, რომ ეს ჯაჭვი აუცილებლად ჩაწყდება. ამით, ჩვენივე მდგომარეობის გაუმჯობესებას შევუწყობთ ხელს.

წარმოიდგინეთ, როდესაც 3000 - ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ადამიანები ითხოვდნენ ტრანსპორტის გახსნას. ეს ხომ ლოგიკას აცდენილია.

ერთი რამის უნდა გვწამდეს, როდესაც ჩვენ საჯაროდ მივმართავთ, ამას არანაირი პოლიტიკური ანგაჟირება არ უნდა მოსდევდეს. სწორი მიმართულება სჭირდება საზოგადოებას. ხალხი პოლიტიკური შეუთანხმდებლობის მონაწილე გახდა, აღარავის ენდობიან და სწორედ ამ დროს იმარჯვებს ვირუსი. შემდეგ კი, არსებულ მდგომარეობას ერთმანეთს ვაბრალებთ.

აუცილებელია, გონიერება, ერთმანეთის ნდობა, კეთილგანწყობილი იდეით ერთმანეთის აზრის პატივისცემა. შესაძლოა, მე გულწრფელი ვარ, მაგრამ მეორე ადამიანს ამისი არ სჯერა იმიტომ, რომ გამოვა დემაგოგი და ამას გააბათილებს.

1
17
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა ქოქიაშვილი
ნანა ქოქიაშვილი
17
  
2021, 3 თებერვალი, 22:47
ძალიან მიყვარს ლადო კახაძე. აი, პოლიტიკაში წასვლას ვერ ვპატიობ ოღონდაჩ
0 1 1