x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ასტროლოგი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი ადამიანის ცხოვრებისეული მისიისა და კარმული ურთიერთობების შესახებ წერს:


"როდესაც ამ ქვეყნად მოდივართ, მუდამ გვაქვს არჩევანი - სად დავიბადოთ, ვის გვერდით ვიცხოვროთ, ვინ გვიყვარდეს, ვინ გვძულდეს... ვირჩევთ ჩარჩოს და მერე... არჩევანი უკვე მხოლოდ ამ ჩარჩოს ფარგლებშია - წავიდეთ ერთი კიდისკენ, თუ მეორისაკენ, თუ ადგილი ვტკეპნოთ.


საქმე ისაა, პირვანდელი არჩევანი ჩვენ აღარ გვახსოვს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თუ გვეცოდინება, რომ ეს მხოლოდ როლია, არასერიოზულად მივუდგებით ტკივილებსაც, სიხარულსაც. არადა იმიტომ ვიბადებით, რომ განცდების საშუალებით გავიწმინდოთ, გავსუფთავდეთ, ავმაღლდეთ პირველყოფილ სისრულემდე.



რისთვისაა ეს საჭირო?


ალბათ იმისთვის, რომ რადგან ჩვენ აბსოლუტის ანუ ღმერთის ნაწილები ვართ, უნდა შევესაბამებოდეთ მის ქათქათა სინათლეს, და ყოველი ბნელისაგან განვთავისუფლდეთ. ეს ყველაფერი ქვეცნობიერს ახსოვს, სწორედ ამიტომ სიზმარში გადასვლისას, ან მედიტირებისას რაღაც ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა მოგვეწოდოს დასახმარებლად, რომ იმ გზაზე მოვმართოთ ჩვენი თავი, რისთვისაც მოვედით ამ ინკარნაციაში. ვინც მინიშნებებს ვერ ხვდება, იმას სამყარო გაფრთხილებებს უგზავნის. ეს სიგნალები შესაძლოა იყოს დაბრკოლებები, ან ავადმყოფობები. ზოგჯერ სერიოზული პრობლემები.


როგორც წესი ასეთი მომენტები კარმულ წლებს ემთხვევა... თუ ამ სიგნალებს ადამიანი ყურს არ ათხოვებს, შესაძლოა ის დროებით წაიყვანონ და ასე ვთქვათ, კარგად შეაჯანჯღარონ. კლინიკურ სიკვდილზე ვსაუბრობ. უკან დაბრუნებული ადამიანები ცოტა ხანში ''აგნებენ'' თავიანთ გზას - ზოგი ''მოულოდნელად'' ხატვას იწყებს, ზოგი ქველმოქმედებით კავდება, ზოგი ეზოთერიაში ებმება...


ცვლილებები მრავალგვარი შეიძლება იყოს... მაგრამ ყველა ჩვენს უკეთესობისაკენ შეცვლას ემსახურება. ჰო, კიდევ - სხვა ადამიანები... ალბათ შეხვედრიხართ ვიღაცას და პირველი დანახვისთანავე რაღაც გიგრძვნიათ, ზოგჯერ უსიამოვნო, ზოგჯერ პირიქით. ხანდახან გგონებიათ, რომ მთელი სიცოცხლე იცნობდით ერთმანეთს, როგორც წესი ასეთი შეგრძნება ორივე მხარეს აქვს ხოლმე. და არც ცდებით - მართლა მთელი ცხოვრება იცნობდით, ოღონდ... სხვა ცხოვრებაში. იქ შესაძლოა დები იყავით, ან ძმები, ან მეუღლეები, ან დედა-შვილი, შესაძლოა გძულდათ ერთმანეთი, მტრობდით კიდეც. და ახლა მაშინ დაგროვილი ვალების გასასტუმრებლად შეხვდით.


image


მინახავს სინასტრია, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. მაგრამ წყვილი არადა არ ქორწინდება. რატომ? იმიტომ რომ წარსულ ინკარნაციებში ერთმანეთს არ იცნობდნენ, ეს მათი პირველი შეხვედრაა. არადა მეუღლეები აუცილებლად, დიახ, დიახ - აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს ხელახლა. და რადგან ეს მათი პირველი შეხვედრაა, ექნებათ მეორეც, შესაძლოა მეათეც ჰქონდეთ, და რომელიმეში დაქორწინდნენ კიდეც... მაგრამ არა ახლა... ასეა.


კიდევ რა? კიდევ ის, რომ ჩვენ ყველას სინამდვილეში ერთმანეთი გვიყვარს. არავის არავინ არ სძულს. იმიტომ, რომ რეალურ უნივერსში ჩვენ ყველანი ერთნი ვართ - მთლიანის შემადგენელი ნაწილები. თუ ვიმე აქ ''ცუდის'' როლს თამაშობს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის მართლა ცუდია. სამყარომ უკეთ იცის. ის ''ცუდი'' შესაძლოა იმისთვის მოვიდა, რომ ვიღაცას ატკინოს, რათა იმ მეორემ პატიება ისწავლოს. ჯერ კიდევ დაბადებამდე შეთანხმდნენ ამაზე. სამწუხაროდ აღარ ახსოვთ, სამწუხაროდ, ბრაზი იპყრობთ... ჩივიან - რატომ, ღმერთო, რატომ? გიყვარდეს მტერი შენი - პასუხობს უფალი. მაგრამ უსმენს კია ვინმე?


მოდით, გაიხსენეთ, რისთვის დაიბადეთ, გაიხსენეთ, რა ცოდვები უნდა გამოგესყიდათ, როცა აქ მოდიოდით, ვისი ვალები გაქვთ... და ნუ გაკილავთ სხვებს იმისათვის, რომ თქვენგან განსხვავებულად სცოდავენ. ჩვენ ხომ ყველანი ვცოდავთ..."


ასევე ნახეთ:



როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნების ფინანსებისა და ჯანმრთელობისთვის - თვის ჰოროსკოპი



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ - თვის სასიყვარულო პროგნოზი



2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებული



ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის



2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში



2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
2647
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0