x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ორსულობის დასადგენი უცნაური მეთოდები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ

დღეისთვის სახლის პირობებში ორსულობის დადგენა არანაირ სიძნელეს და სირთულეს არ წარმოადგენს. საჭიროა უბრალოდ აფთიაქში სასურველი ტესტის ყიდვა. აი წარსულში კი ორსულობის დადგენის მრავალი და უცნაური მეთოდები ჰქონდათ, აი რამდენიმე მათგანი:



შარდით დადგენა- XVI საუკუნეში “შარდის წინასწარმეტყველები" აცხადებდნენ, რომ ორსულობის დადგენა შეეძლოთ ქალის შარდის ფერზე და სხვა მახასიათებლებზე დაკვირვებით. ზოგიც შარდს ღვინოში ურევდა (საინტერესო ისაა, რომ ალკოჰოლს ნამდვილად შეუძლია შარდში შემავალ ცილებზე რეაქციის მოხდენა).image


ქალის თვალები- ექიმი ჟაკ გულემო, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა, ამტკიცებდა, რომ ქალის ორსულობის დადგენა მის თვალებში ჩახედვით იყო შესაძლებელი. მისი თქმით, ორსულობის მეორე თვეს ქალს თვალები ღრმად აქვს ჩასმული, თვალის გუგები უპატარავდება და ქუთუთოები დაბლა ეწელებ, თვალის კუთხეები კი უშუპდებათ. რა თქმა უნდა ორსულობის ასე დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ერთ რამეში ექიმი მართალი იყო, ორსულობის დროს მხედველობა შესაძლებელია რომ შეიცვალოს.image


ხორბლის და ქერის მარცვლებით გამოთვლა- ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1400 წელს პაპირუსზე დაწერილი ტექსტის მიხედვით, ორსულობის ტესტები ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ. ამისთვის ქალები ხორბლის და ქერის მარცვლებს იყენებდნენ. ისინი მარცვლებზე შარდავდნენ და თუ ერთ-ერთი მაინც იზრდებოდა, მაშინ ქალი ორსულად იყო. ეგვიპტელები იმასაც კი იგებდნენ ორსული გოგოს ელოდებოდა თუ ბიჭს. თუკი ქერის მარცვალი უფრო სწრაფად იზრდებოდა, იმის მანიშნებელი იყო, რომ ქალს ბიჭი ჰყავდა, ხოლო თუ ხორბალი- მაშინ გოგო. 1963 წელს გამოკვლევაც კი ჩატარდა ეგვიპტელების ძველ ტესტზე, კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის ძველი ტესტი 70% იან სიზუსტეს აჩვენებდა, აი სქესის გამოცნობის “ტექნიკამ'' კი ვერ გაამართლა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამგვარი ტესტი კარგად მუშაობდა იმის გამო, რომ ორსული ქალის შარდი ბევრ ესტროგენს შეიცავს, რაც იწვევს მარცვლების ზრდას.
image



ხახვის ტესტი- მაშინ, როდესაც ძველ ეგვიპტეში ოსრულობას ქერით და ხორბლით ადგენდნენ, თველ რომში ამისთვის ხახვს იყენებდნენ. ჰიპოკრატემ, რომელიც დღეს მედიცინის დამაარსებლად ითვლება, ასეთი რამ შესთავაზა ქალებს, ორსულობის დასადგენად მათ ვაგინაში უნდა მოეთავსებინათ ხახვის ან სხვა მძაფრი სუნის მქონე ბოსტნეული, მეორე დილას კი თუკი ქალს პირიდან ხახვის სუნი არ ამოსდიოდა, ე. ი. ორსულად არ იყო.image


ლუდის ტესტი- ძველ ეგვიპტელებს ასეთი ტესტიც ჰქონდათ. დახურულ შენობასი იატაკზე ღვრიდნენ ბევრ ლუდს და ლუდის გამოხდილ ბადაგიან აგარს, სწორედ ამ გუბეში სვამდნენ ქალს. მთელი ამ ნარევის გამო ოთახში საშინელი სუნი იტრიალებდა და თუკი ქალს გული აერეოდა, მაშინ მისი მოცულობით ირკვეოდა ორსულობის საკითხც.image



კურდღლის ტესტი- მე -20 საუკუნემდე არსებობდა ორსულობის დადგენის ძალიან უსიამოვნო გზა, რომელიც ტრაგიკულად სრულდებოდა კურდღლების, თაგვებისა და ვირთხებისათვის. მე -20 საუკუნის 20-იან წლებში ორმა გერმანელმა მეცნიერმა, სელმარ აშჰაიმმა და ბერნარდ ზონდეკმა, ორსული ქალების შარდში აღმოაჩინეს გარკვეული ჰორმონი, რომელიც საკვერცხის ზრდასთან ასოცირდება (დღეს ეს ჰორმონი ცნობილია როგორც ქორიონული გონადოტროპინი). ორსული ქალის შარდი უკეთებდნენ მოუმწიფებელ კურდღლებს, ვირთხებს ან თაგვებს საკვერცხეების განვითარებისთვის. ინექციიდან მეხუთე დღეს ცხოველს კლავდნენ და კვეთდნენ შედეგის გასაგებად.image


ბაყაყის ტესტი- პრინციპი ისეთივეა როგორც კურდღლის ტესტს აქვს, თუმცა გაცილებით ჰუმანური. ტესტს აქტიურად იყენებდნენ 1940 იანი წლების ბოლოს. ქალის შარდს უკეთებდნენ ცოცხალ აყაყს ან გომბეშოს, ორსულობის შემთხვევაში კი ისინი ქვირითს დებდნენ.image




0
558
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0