x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
4 რამ, რაც მამაკაცებს ქალის გარეგნობაში არ უყვართ

image


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რამ, მაგალითად დაგრძელებული თმა ან თვალის მკვეთრი მაკიაჟი, რაც ქალების უმეტესობისთვის, მეტისმეტად მიმზიდველად გამოიყურება, მამაკაცებს კატეგორიულად არ მოსწონთ. მოდით ვნახოთ, კიდევ რა აღიზიანებთ მათ უმრავლესობას ყველაზე მეტად თავიანთი მეორე ნახევრების გარეგნობაში.


1. ხელოვნური თმა


მრავალი მამაკაცის თქმით, არაბუნებრივი თმა მათში ზიზღს იწვევს. ეს ეხება როგორც დაგრძელებულ თმას, ასევე თოჯინის მსგავსს წამწამებსაც. ნებისმიერი თმიანობა იმ ადგილებშიც კი, სადაც მისი არსებობა სრულიად მართებულია მათი მხრიდან შეუმჩნეველი როგორც წესი, არ რჩება. მამაკაცებს ვიზუალურად (მით უმეტეს, შეხებითაც კი) ბუნებრივი თმის "მიწებებულისგან" გარჩევა უპრობლემოდ შეუძლიათ.


image


2. "გაკეთებული" ტუჩები


მამაკაცები არ მიესალმებიან კოსმეტოლოგის კაბინეტში ქალების მეტისმეტად გახშირებულ ვიზიტს, რადგან მშვენივრად იციან, რომ ექიმს შეუძლია თავისუფლად "გადააჭარბოს". "თევზის ტუჩები" - როგორც მათ ძლიერი სქესის წარმომადგენლები უწოდებენ, მათში მხოლოდ გაუგებრობასა და შიშს იწვევს.


image

3. თვალის აგრესიული მაკიაჟი


"კატის მზერაში" ქალები როგორც წესი, "მტაცებლურ მზერა" გულისხმობენ, რომელსაც შესაბამისი ტექნიკით აღწევენ. ცოტაოდენი თვალის ლაინერი, ამდენივე თვალის ჩრდილი, ტუში - და მაცდური მზერა მზად არის, თუმცა, ასეთი "მეიქაფის" გადაჭარბება საკმაოდ მარტივია, რის შედეგადაც სახეზეა აგრესიული "სმოქი" ან ფერადი "ფანრები".


image


4. მოუვლელი კბილები


მოუვლელმა პირის ღრუმ თუნდაც ყველაზე მოვლილი ქალის იმიჯი შესაძლოა მყისიერად შელახოს. არავინ არ გავალდებულებთ გქონდეთ თვალისმომჭრელი, თოვლით თეთრი კბილები, თუმცა ელემენტარული ჰიგიენის დაცვა და პერიოდულად პროფესიონალთან ვიზიტი ხილული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად ალბათ, ერთმნიშვნელოვნად ღირს.


image









0
428
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
428