x
image
თუთიკო ბერძენა
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენის უმძიმესი შედეგები


image

ნიუ’იორკში კარნეგჰოლში კონცერტი ანშლაგით ჩატარდა, სცენაზე გამოდიოდა ოპერის მომღერალი ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნდა არც მუსიკალური სმენა და არც ხმა..


ფლორენსი ბავშვობიდან იმდენად იყო მის შესაძლებლობებში დარწმუნებული, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით გახსნა "ვერდის კლუბი", სადაც ხშირად გამოდიოდა. დასაწყისში ხათრით მხოლოდ მისი მეგობრები ესწრებოდნენ კონცერტებს, შემდგომ ინტერესის გამო სხვა მაყურებლებმაც დაიწყეს სიარული, 1937 წელს ხმის ჩამწერმა სტუდიამაც კი მიიწვია თავისთან, იქ მხოლოდ ერთხელ იმღერა, ჩათვალა, რომ მეტი არ იყო საჭირო, იმდენად იდეალური იყო ყველაფერი.

მეგობრებმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ხათრით ესწრებოდა მის კონცერტებს, საშინელი სამსახური გაუწიეს ფლორენსს!


საკუთარ თავში დარწმუნებული ჯენკინსი არ ჩერდებოდა. საბოლოოდ კონცერტიც ჩატარდა, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა, თუმც მას არც სურდა კრიტიკის მოსმენა.


ამ ფენომენს დანინგ-კრიუგერის ეფექტი ეწოდა. სწორედფსიქოლოგები დანინგი და კრუგერი იკვლევდნენ ჯენკინს.

ეფექტი, როდესაც არაკვალიფიციური ადამიანები უსაფუძვლოდ გრძნობენ უპირატესობას სხვათა მიმართ, არასწორად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარ თავს მუდამ მაღლა აყენებენ.

ბოლოს და ბოლოს სოკრატეს შეეპარა ეჭვი საკუთარ ცოდნაში....


თუმცა 21-ე საუკუნეში თავდაჯერებულობა კარგად გაყიდვადი გახდა. დღეს აღარ ფასობს გამოთქმა:" ცარიელი თავთავი თავს მაღლა სწევს, სავსე კი დაბლაო". დღეს თავმდაბლობაც აღარაა სამკაული. სამსახურებში ძირითადად აჰყავთ თავდაჯერებული იდიოტები სწორედ თავდაჯერებულობისა გამო. თუმცა გასული საუკუნისაა გამოთქმა"ყოველი ადამიანი იმდენი ღირს, რამდენადაც თავს აფასებს"...

ანუ ისევ ბალანსი, ისევ ზომიერება, ისევ ოქროს წესი - ისევ სოკრატე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

0
172
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0