x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის მეგობრები- გაგიკვირდებათ ვისთან მეგობრობენ ცნობილი ადამიანები

ნამდვილი მეგობრობა ჰოლივუდში მართალია იშვიათია, მაგრამ მაინც არის:


დევიდ ბექჰემი და სნუპ დოგი- გაგიკვირდებათ, მაგრამ ისინი მარლაც ახლო მეგობრები არიან. ამასთან, საზოგადოებაში ბექჰემი სერიოზული, რეპერი კი პირიქით, მხიარული და ხმაურიანი ჩანს. როდესაც მარტოები რჩებიან კი ყველაფერი პირიქით ხდება. როგორც მათი საერთო მეგობრები ამბობენ, სნუპ დოგი სერიოზულ თემებზე საუბრობს, აი დევიდი კი განუწყვეტლივ ხუმრობს.image


ტეილორ სფიფტი და სელენა გომესი- ისინი უკვე 10 წელზე მეტია მეგობრობენ და ერთმანეთს მძიმე მომენებში გვერდით უდგანან.image


ჩენინგ ტატუმი და ჯოზეფ-გორდონ ლევიტი- იცოდით, რომ ისინი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მეგობრობენ? ამბობეენ, რომ ჩენინგს მეგობრის უსაფრთხოება ძალიან ადარდებს, რადგან გორდონს სახლის ჩაკეტვაც კი ავიწყდება ხოლმე. ერთხელ ღამით მის სახლში ფანჯრიდანაც შეძვრა, ლევიტი გააღვიძა და ეჩხუბა კიდეც თავისი დაუფიქრებლობის გამო.image


ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაერი- მათი მეგობრობის შესახებ ყველამ იცის, ისინი ხომ ერთმანეთს თითქმის 30 წელია იცნობენ. მსახიობები საერთო ინტერესებს და ჰობის იზიარებენ, ამიტომაც მეგობრობე ამდენი წლის განმავლობაში.image


ჯორჯ კლუნი და ბრედ პიტი- მსახიობებმა ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს ფილმის “ოუშენის 11 მეგობარი" და მას შემდეგ მეგობრობენ. ერთხელ კლუნიმ პიტის მანქანას სტიკერიც მიაკრა წარწერით “დამპალი პოლიციელები", რის გამოც პიტს გზაში სამართალდამცავებისთვის ახსნა-განმარტების ჩაბარებაც მოუწია.image


ედვარდ ნორტონი და მარკ რუფალო- ისე გამოდის, რომ ეს ორი მსახიობი ქასთინგებზე გამუდმებით ერთმანეთის კონკურენტები არიან. ცნობილია, რომ ნორტონმა უარი თქვა ჰალკის ქასთინგში მონაწილეობაზე, როცა გაიგო რომ როლის მიღება რუფალოს სურდა. “ის არამარტო ჩემი საუკეთესო მეგობარი, საყვარელი მსახიობიც არის" ამბობს ნორტონი.image


დაკოტა ფენინგი და კრისტენ სტიუარტი- ორივე განსხვავებული ადამიანია, სხვადასხვა ინტერესებით, თუმცა ერთად თავს კარგად გრძნობენ და ერთმანეთს ენდობიან.image


ჯენიფერ გარნერი და ჯესიკა ბილი- მსახიობები ერთმანეთს 2010 წლიდან იცნობენ და როცა საშუალება ეძლევატ მუდამ ერთად ატარებენ დროს.image



რიანა და ჯიმ პარსონსი- “დიდი აფეთქების თეორიის" ვარსკვლავი და მომღერალი რიანა მართლაც რომ კარგი მეგობრები არიან. რიანას თქმით, პირველი შეხვედრის დროს პარნსონი მის ნერვებზე თამაშობდა, როცა მისივე სიმღერებს, თანაც სულელური ხმით, მაგრამ მალევე შეეჩვია და დაუმეგობრდა კიდეც.image


გვინეტ პელტროუ და ბიონსე- ისინი წლებია მეგობრობენ, მეგობრობდნენ ოჯახებითაც კი და მათ ურთიერთობას პელტროუს განქორწინებამაც არ შეუშალა ხელი.image


კორტნი კოკსი და ედ შირანი- ისინი წლებია საუკეთესო მეგობრები არიან. ერთმანეთთან თვეების განმავლობაშიც კი რჩებოდნენ და მხარში ედგნენ პრობლემების დროს.image

0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0