x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ატარებდა ფილიპ ჰალსმანი ცდებს ცნობილ ადამიანებზე

image


1950-იან წლებში მერლინ მონრომ, რიჩარდ ნიქსონმა, სალვადორ დალიმ, სოფი ლორენმა და მსოფლიო ელიტის ასობით წარმომადგენელმა - პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა და მსახიობებმა მონაწილეობა ფოტოხელოვნების ლეგენდის - ფილიპ ჰალსმანის ფსიქოლოგიურ კვლევაში მიიღეს.


image


ექსპერიმენტულ პროექტს "Jumpology" ეწოდა. ჰალსმანის აზრით, ყველა ცნობილ ადამიანს შეეძლო საკუთარ საზოგადოებრივ როლსა და თვალთმაქცობაზე უარი ეთქვა თუ ის მათ გადაღების დროს ზემოთ ახტომაში დაარწმუნებდა. ჰალსმანის წიგნი "Jump Book"- ი ათწლეულების განმავლობაში არ იბეჭდებოდა, სანამ ფოტოგრაფიის ეს "მარგალიტი" გამომცემლობა "Damiani" - ის წყალობით ხელმეორედ არ გაცოცხლდა.


image


ექვსი წლის განმავლობაში ნიუ – იორკელი პოპულარული ფოტოგრაფი, რომლის კადრებიც ჟურნალ "LIFE" - ის გარეკანს არაერთხელ ამშვენებდა, ყოველი პორტრეტის გადაღების ბოლოს მოდელებს სთხოვდა, რაც შეიძლება უფრო მაღლა ამხტარიყვნენ. ფილიპი ნახტომის მომენტს ბლიცის საშუალებით იღებდა.


image



მსახიობი გრეის კელი.



image



ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი.




image


მსახიობი ოდრი ჰეპბერნი.


image


მსახიობი და მოდელი მერლინ მონრო.



image


მხატვარი სალვადორ დალი.



image


უინძორის ჰერცოგი და ჰერცოგინია.



image


ამერიკელი მსახიობი ევა მარი სეინტი.



image


თეატრისა და კინოს ბრიტანელი მსახიობი სერ პიტერ უსტინოვი.


image



ამერიკელი მსახიობი ენტონი პერკინსი.



image


მსახიობი და მწერალი შირლი მაკლეინი.



პირველი ნახტომის დროს ადამიანები თითქოს ცოცხლდებოდნენ. მაგალითად, მერლინ მონრო პირველად ისე ახტა, თითქოს პატარა გოგონა ყოფილიყო. როდესაც მას ნახტომის გამეორება სთხოვეს, ის დაიმორცხვა და თავი მთელი გადაღების დროს კვლავ თავშეკავებულად ეჭირა.


image


მომღერალი ჟიზელ მაკენზი.


image



მსახიობი ბრიჯიტ ბარდო.



image



კინომსახიობი ჯეინ მენსფილდი.


image



მომღერალი, მსახიობი და შოუმენი ფრენკ სინატრა.



image


ვალტერ ფრიზი - გერმანელი ოფიცერი, პირველი და მეორე მსოფლიო ომების მონაწილე, სატანკო ძალების გენერალი, რაინდის ჯვრის მფლობელი.


image



მსახიობი კიმ ნოვაკი.



image


მოცეკვავე ედვარდ ვილელა.


image


იტალიელი მსახიობი და მომღერალი სოფი ლორენი



image


შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტი - რიჩარდ ნიქსონი












0
175
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
175