x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
სასიკვდილო სამკუთხედი სახეზე - არ შეეხოთ მას!
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია "სასიკვდილო სამკუთხედის" შესახე, რომელიც სახის მიდამოშია და ის უკიდურესად მგრნობიარეა ინფექციის მიმართ. მაგრამ, ცოტამ თუ იცის რა არის ეს და ზუსტად სად მდებარეობს- სახის რომელ ნაწილში. "საისკვდილო სამკუთხედი" განლაგებულია სახის შემდეგ ნაწილში: ცხვირი, პირი და ნაზოლაბიული ნაკეცები. (რა არის ნაზოლაბიული ნაკეცები? ნაზოლაბიული ნაკეცები არის ღრმა ნაოჭები ან ხაზები, რომლებიც წარმოიქმნება ცხვირის ქვემოდან პირის კუთხეებამდე) ეს სამი არის ძირითადი ნაწილი, რომლებსაც არ გააჩნიათ სარქველები. ამიტომ, ინფექციას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ მიდამოებში, შეუძლია შეაღწიოს თავის ტვინში და გამოიწვიოს რიგი გართულებები და მათ შორის სიკვდილიც.


image


დერმატოლოგები ტეხენ განგაშს "საისკვდილო სამკუთხედთან" დაკავშირებით და მოგვიწოდებენ, რომ ხელით შეხება ამ მიდამოებში კატეგორიულად აკრძალულია. სამივე ნაწილი არის ბაქტერიების დიდი წყარო, რაზე ეჭვი ბევრ თქვენგანს ალბათ არ ჰქონია. სახის ამ მიდამოში სამი ძირითადი პრობლემაა - გამონაყარი, შავი წერტილები და თმა ცხვირში.



☞ გამონაყარი, ძირმაგარა - დაავადების მიზეზი არის ცხიმოვანი ჯირკვლის ბლოკადა, რომელიც მომავალში ანთებას იწვევს. კანქვეშ დაგროვილი ჩირქი ვერ გამოდის კანიდან და თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფურუნკულები კანის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა. მათი თვითგახსნა დაუშვებელია. უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, ან სახლის პირობებში გამოიყენოთ კომპრესი შემდეგი სახით - ღამით დაიდოთ იხტიოლის მალამო, რომელსაც ჩირქის გამოდევნის უნარი გააჩნია, შემდეგ კი დაიმუშავოთ სამედიცინო სპირტით.





☞ აკნე და შავი წერტილები - შავ წერტილებს მედიცინაში კომედონს უწოდებენ. დაბინძურებული ჯირკვლების კატეგორიაა, თუმცა არა ისეთი საშიში, როგორიც ძირმაგარა. მათი ხელით მოცილება, ასევე კატეგორიულად აკრძალულია. გამოიყენეთ სახის სპეციალური შავი ნიღბები ან მიმართეთ სილამაზის ცენტრებს, სადაც სპეციალისტები გაგისუფთავებენ სახის კანს. სახლის პირობებში თავადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ნიღაბი - წყალი, ჟელატინი და აქტივირებული ნახშირის საშუალებით მოამზადებთ ნიღაბს, სახეს ჯერ გაიწმენდთ ორთქლზე, დაიდებთ ნიღაბს, ხოლო როდესაც ჩამოიბანთ, აუცილებლად გამოიყენებთ სახის სპეციალურ ტონიკს, რომელიც დახურავს სახის კანის ფორებს. ნიღბის რეცეპტი იხილეთ აქ - სახის გამწმენდი ნახშირის ნიღაბი




☞ თმა ცხვირში - საშინელება ის არ არის, რომ ისინი არსებობენ. მიუხედავად იმისა, რომ არასასიამოვნოა და არაესთეტიკურად გამოიყურება, ისინი ასრულებენ დამცველობით, ფილტრის როლს. ექიმები არ გვირჩევენ მათ მოცილებას, რადგან იზრდება რისკ ფაქტორი წარმოიქმნას ინფექცია. თუ მაინც გადაწყვეტთ მათ მოცილებას, გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ტრიმერები, რომლებიც უსაფრთხოდ მოგაცილებთ ამ ზედმეტ თმას ცხვირიდან.





იხილეთ აგრეთვე:



სახის გამწმენდი ნიღაბი ნახშირით - ეფექტი საოცარია!image




როგორ მოვიშოროთ ცხვირიდან შავი წერტილები?image





სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან...image

0
607
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0