x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მსოფლიოს ყველაზე მაღალი ლიფტი, რომელიც ავატარის მთებში მდებარეობს
image


ეს დაუჯერებელი ლიფტი ჩინეთში, ავატარის მთებში მდებარეობს და მისი სიმაღლე 326 მეტრია. ის არის მექანიკური საოცრება უზარმაზარი კლდის პირას, სწორედ ამიტომაც გინესის რეკორდის წიგნშიცაა შესული (2015 წელს), როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი გარე ლიფტი.


ლიფტის მშენებლობა 1999 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2002 წელს გაიხსნა.


თავდაპირველად განიხილებოდა და კამათის საგანი იყო ლიფტის გარემოზე ზემოქმედების საკითხი, რადგან 2002 წელს ვულინგიანის ტერიტორია, სადაც მდებარეობს ეს ლიფტი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა ცნობილი. 2002–2003 წლებში მისი ფუნქციონირება 10 თვით შეჩერდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ეს გამოწვეული იყო არა გარემოზე ზემოქმედების გამო, არამედ უსაფრთხოების გამო.



ეს ადგილი ერთ-ერთი ულამაზესი და უიშვიათესია მსოფლიოში, ამიტომ ნამდვილად ღირს მისი მონახულება, რა თქმა უნდა როცა პანდემია მორჩება.



imageimageimageimage





0
228
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0