x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეიძლება თუ არა ნებისმიერი საბურავით (თუნდაც ახალი პროტექტორებით) მაღალი სიჩქარით გადაადგილება

image ავტომფლობელების დიდ ნაწილს საქართველოში (საქართველოს გარეთაც) ჰგონია მთავარია მანქანაზე დააყენოს ახალი საბურავები და შეუძლია ნებისმიერ გზაზე იაროს.
საბურავების პროტექტორები (დაკბილვა) იყოფა რამდენიმე კატეგორიად, ზაფხულის-ზამთრის და ყველა სეზონისათვის.
როგორც წესი და თავადაც ხშირად მინახავს საქართველოში ბევრი სულაც არ დაგიდევთ თუ რომელი კატეგორიის საბურავს დააყენებს მანქანაზე.
ზაფხულში გზის საფარი ცხელია და შესაბამისად საბურავის ასფლატზე მოჭიდების კოეფიციენტი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ზამთარში, ამიტომაც არაა აუცილებელი მაღალი პროტექტორის მქონე საბურავის დაყენება თუ მძღოლს შედარებით ცუდ გზებზე არ უწევს ხშირად გადაადგილება.
შემოდგომის ბოლოს აუცილებელია მანქანაზე დავაყენოთ ზამთრისათვის გათვალისწინებული საბურავები, საუბარია მაღალი პროტექტორების მქონე ხშირი და სქელი დაკბილვის მქონე საბურავებზე.
უშუალოდ მაღალი ყინვის მოქმედების ზონაში თუ გიწევთ ხშირად გადაადგილება სასურველია მანქანაზე დავაყენოთ ეგრეთ წოდებული "კოტებიანი" საბურავები, რომელიც მძღოლს საშუალებას მისცემს მანქანა მართოს უსაფრთხოდ მოყინულ გზაზე.
მართალია ასეთი საბურავები საკმაოდ ხმაურიანია, მაგრამ სხვა საბურავებთან შედარებით მოცურების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.
"კოტებიანი" საბურავები იყოფა მსუბუქი და მძიმე დაკბილვის კატეგორიებად, პირველი გამოიყენება ყინვის შედარებით დაბალი ნიშნულის პირობებში როცა მძიმე დაკბილვის "კოტებიანი" საბურავი გამოიყენება ძლიერი ყინვის პირობებში.
ამასთან ერთად აუცილებელია მანქანაზე გქონდეთ ნიშანი იმის აღსანიშნავად, რომ გიყენიათ "კოტებიანი" საბურავი რათა უკან მომავალი მანქანის მძღოლმა დაიცვას უსაფრთხო დისტანცია.

მსუბუქი დაკბილვის საბურავი ზამთრისათვის
image
მძიმე და ღრმა დაკბილვის ზამთრის საბურავი ასე გამოიყურება
image


ხშირად არა, მაგრამ სამწუხაროდ ხდება საბურავიდან ფოლადის დაკბილვის ელემენტის ამოვარდნა რაც საფრთხის შემცველია.
გარდა ამისა იმ მძღოლებმა, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ აუცილებელია იცოდნენ თუ რა მაქსიმალური სიჩქარის განვითარებაა დაშვებული მათი საბურავების პირობებში.
თუნდაც ახალი საბურავი არ იძლევა უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას მაღალ სიჩქარეზე, თუ საბურავი ტექნოლოგიურად არაა გათვლილი მაღალ სიჩქარეზე.
ვფიქრობ თუ გაეცნობით აქ წარმოდგენილ აღნიშვნებს საბურავებზე თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეგეძლებათ მგზავრობა გზებზე, სადაც დაშვებულია მაღალი სიჩქარით მგზავრობა.
image ჩემის მხრივ სურათზე წარმოდგენილ საიტს მადლობას ვუხდი სურათით სარგებლობისათვის.

0
165
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165