x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"ბარსელონამ" გადაწყვიტა უჩივლოს გაზეთს,რომელმაც ლიონელ მესის ხელფასის ოდენობა გაამჟღავნა

image
საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" აპირებს უჩივლოს ესპანურ გამოცემა El Mundo- ს იმის გამო, რომ მან გამოაქვეყნა
არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის ხელშეკრულების ფინანსური დეტალები. გაზეთის თანახმად, კლუბში თამაშის ოთხ წლიან პერიოდში "კატალონიელების" კაპიტანი 550 მილიონ ევროს მიიღებს.


”ბარსელონა კატეგორიულად უარყოფს პასუხისმგებლობას ამ დოკუმენტის გამოქვეყნებაზე და სათანადო იურიდიულ ზომებს მიმართავს El Mundo– ს წინააღმდეგ ამ პუბლიკაციის შედეგად წარმოქმნილი ზიანისთვის”, - ნათქვამია საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.



ლიონელ მესის დებიუტი "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში 2003 წლის 16 ნოემბერს შედგა, მას შემდეგ არგენტინელი კატალონიელთა უცვლელი წევრია, კლუბმა რამდენჯერმე განაახლა მესისთან კონტრაქტი, 2020 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მესი უკმაყოფილიყო იყო "ბარსელონას" ხელმძღვანელობით, რის გამოც მათ წერილი გაუგზავნა კლუბიდან წასვლის თაობაზე, თუმცა "ბარსელონას" მენეჯერების განცხადებით, მესის კლუბის დატოვება მხოლოდ მაშინ შეეძლო, თუ პოტენციური მყიდველი გადაიხდიდა კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდს -700 მილიონ ევროს.



მესი საბოლოოდ დარჩა "ბარსელონაში", როგორც თვითონ განაცხადა "არაერთხელ აცნობა "ბარსელონას", წასვლის სურვილის შესახებ, მაგრამ უარი თქვა იმ კლუბის წინააღმდეგ შეეტანა საჩივარი, რომელიც "მთელი მის ცხოვრებას“წარმოადგენდა.


0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0