x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ

ჰოლივუდში იშვიათია ნამდვილი და გულწრფელი მეგობრობა, ხანდახან იმასაც მალავენ, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. აი ეს ვარსკვლავები კი თავიანთ დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი არც მალავენ:


ჯულია რობერტსი და ნიკოლ კიდმანი

ორ კინოდივას არაერთ პროექტში აქვთ მონაწილეობა მიღებული ერთად, თუმცა ერთმანეთს არც ელაპარაკებიან. გადასაღებ მოედანზე ორივე მსახიობს თავი მთავარი ჰგონია, სწორედ ამიტომაც ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებდნენ. აი გადამღები ჯგუფი კი ორივეს ქედმაღლად თვლიდა.image


მადონა და გვინეტ პელტროუ

ისინი ერთ დროს საუკეთესო მეგობრები იყვნენ, პელტრუ მადონას თავის უფროს დასაც კი ეძახდა. არავინ იცის მათ შორის რა მოხდა, მაგრამ 2011 წლიდან ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და ემტერებიან კიდეც.image


ჯორჯ კლუნი და რასელ ქროუ

ჰოლივუდის ორი პოპულარული მსახიობი ერთმანეთზე პატარა ბავშვებივით არიან გაბუტულები. ყველაფერი კი რასელ ქროუს ინტერვიუს გამო მოხდა, რომელშიც მსახიობმა თქვა, რომ თავის პოპულარობას ფულის გამოსამუშავებლად არ იყენებს და არ მონაწილეობს საათების ან კოსტიუმების რეკლამებში როგორც კლუნი.image


სილვესტერ სტალონე და ბრიუს უილისი

ცნობილი ბოევიკების მსახიობები ჰონორარის გამო წაკამათდნენ. მათ ერთად უნდა მიეღოთ მონაწილეობა ფილმში “შეუჩერებელნი", სადაც უილისმა ჰონორარად 4 მილიონი დოლარი მოითხოვა. სტალონემ ამის გამო უილისს თვითერზე დასცინა, რაც მსახიობს არ მოეწონა და ფილმის ქასთიდან საერთოდ გაქრა.image


ორლანდო ბლუმი და ჯასტინ ბიბერი

დღეს ჰოლივუდში ცოტას თუ ნახავთ, ვისაც ბიბერი მოსწონს. აი ორლანდოს კი მისთვის დაურტყამს კიდეც. ჩხუბი კი იმის გამო დაიწყეს, რომ ბიბერმა ბლუმის ყოფილ ცოლთან, მირანდა კერისთან გააბა პატარა რომანი. ბლუმი კი როგორც ჩანს მარტო მუშტს არ დასჯერდა, და სელენა გომესთან დაიწყო შეხვედრა, რომელიც ბიბერის ყოფილი შეყვარებული იყო.image


ტომ კრუზი და ბრუკ შილდსი

ტომ კრუზი ცნობილია სექტის, საენტოლოგიის გატაცებით. ამ სექტის გამო მან ოჯახიც კი მიატოვა და შვილს არც კი ეკონტაქტება, რადგან სექტა კრძალავს “აარაგაწევრიანებულ" ადამიანებთან ახლო კავშირს. როგორც სექტის წევრს შეეფერება, კრუზმა ბრუკ შილდსაც მისცა რამდენიმე რჩევა როდესაც ქალი დეპრესიაში იყო. ეს რჩევები კი ნამდვილად არავის უთხოვია.image


ბიონსე და კიმ კარდაშიანი

კარდაშიანების კლანის წარმომადგენელი ყველანაირად ცდილობს ცნობილ ადამიანებთან დამეგობრებას. ქალების მეუღეები, რეპერები ჯეი ზი და ქანიე უესტი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, როგორც ჩანს ასეთვე მომავალი უნდოდა კიმსაც მისთვის და ბიონსესთვის. კარდაშიანმა მომღერალს მის ქორწილში დედოფლის მეჯვარეობაც კი შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.image

0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0