x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჰოლივუდის კულინარიული საიდუმლოებები, რას მიირთმევენ სინამდვილეში მსახიობები ცნობილი ფილმების და სერიალების სცენებში?

image
რამდენჯერ მოგდომებიათ ის საჭმელი თუ სასმელი, რომლებსაც ფილმებში ხედავდით? გადასაღებ მოედანზე კი სულ სხვა სიტუაციაა ხოლმე ხშირად. უმეტეს შემთხვევაში, მსახიობები დიეტაზე არიან, ან ვეგანურ/ვეგეტერიანულ საკვებს მიირთმევენ მხოლოდ. აი რა ხდება სინამდვილეში:


1. ზომბილენდი/ Zombieland, 2009

ახლა ჰოლივუდში ვეგეტერიანელების ან ვეგანების რაოდენობა იმატებს. ვუდი ჰარელსონი კი უკვე წლებია რაც ცხოველური წარმოშომის საკვებს არ ღებულობს. ზომბილენდში მისი გმირი ტალაჰასი ზომბი აპოკალიფსის პერიოდში «Twinkies» ის ნამცხვრებს დაეძებს და მთლიანი ფურგონის შეჭმაც შეუძლია. იმისათვის, რომ ჰარელსონს ამ სცენებში კარგად ეთამაშა, მისთვის სპეციალურ ნამცხვრებს აცხობდნენ სიმინდის ფქვილისგან.image


2. სამეფო კარის თამაშები/The game of thrones

ყველას კარგად ემახსოვრება სცენა სადაც კჰალისი რიტუალისთვის გულს ჭამს. რა თქმა უნდა, სცენაში ემილია კლარკი ნამდვილ გულს არ მიირთმევს. ამ ეპიზოდისთვის სპეციალურად დაამზადეს მარმელადის მაკეტი, გულის ფორმის, სისხლი კი უბრალო შაქირის სიროფი იყო წითლად შეღებილი.image

პიტერ დინკლეიჯი ასევე ვეგეტარიანელია, ამიტომაც სინამდვილეში ის ტოფუს მიირთმევდა და არა ნამდვილ ხორცს.image



3. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა/ Harry Potter and the Sorcerer’s Stone

ჰარი პოტერის ფანებს და არამარტო, ალბათ ნერწყვი გდიოდათ დიდი დარბაზის აურაცხელი საჭმელის და ნუგბარის ყურებისას. უზარმაზარ მაგიდებზე ხომ უამრავი ეგზოტიკური ხილი, ნამცხვრები, ხორცეულობა იყო, თანაც ყვეაფერ ლამაზად გაფორმებული... მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ. გადასაღებ მოედანზე არანაირი საკვები არ ჰქონდათ. ყველაფერი, რაც მაგიდაზე ელაგა ცვილის ფიგურები იყო.image


4. დიდი აფეთქების თეორია/The Big Bang Theory

აი ამ კომედიური სერიალის მსახიობებს კი ნამდვილად გაუმართლათ, ისინი ყოვე სერიაში გემრიელ კერძებს მიირთმევენ ერთად, ყველაზე ხშირად კი აზიურ კერძებს. საქმე იმაშია, რომ სცენაში ნამდვილი კერძების ჭამა მშვენიერი საშუალებაა შესვენების დროის დასაზოგად. კეილი კუოკოს თქმით, მათ კერძო მზარეულს ძალიან გემრიელი კერძები გამოსდიოდა, განსაკუთრებით კი აზიური. სწორედ ამიტომ მიირთმევენ სერიალის გმირები ყველაზე ხშირად აზიურ კერძებს.image


5. შიმშილის თამაშები/The Hunger Games: Catching Fire, 2013

კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც მსახიობები ნამდვილად იმას ჭამდნენ რაც სცენაში ჩანდა- უმ თევზს. ჯენიფერ ლოურენსის თქმით უმი თევზი უნდა ეჭამა, ისეთი არა როგორიც სუშია ან სხვა სუნელებით. გემოთი კი ისეთივე იყო როგორც სუნი- ანუ საზიზღარი.image


6. უოლ სტრიტის მგელი/ The Wolf of Wall Street, 2013

ერთ-ერთი სცენის დროს ლეონარდო დიკაპრიომ იმდენი უმი თევზი შეჭამა, რომ ავად გახდა.image


7. მოსიარულე მკვდრები/The Walking Dead

ამ ზომბი აპოკალიფსის სერიალის ვიზაჟისტები დ გრიმიორები ნამდვილად ქების ღირსები არიან. ზომბების თავდასხმისას შინაგანი ორგანოების როლებს ბარბექიუს სოუსით შეზავებული ლორი თამაშობს. როდესაც ზომბი ადამიანს ხორხის ნაგლეჯს “ახევს" ქათმის უმ ფილეს იყენებენ, ხოლო ამოგლეჯილი ნაწლავი ბოსტნეულით შესავებული სოსისია.image

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0