x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორონავირუსი მამაკაცის განაყოფიერებაზე მოქმედებს-გერმანელი მეცნიერების დასკვნა
image
გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ -19-მა შეიძლება ხანგრძლივად იმოქმედოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე.


მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული და არაინფიცირებული მამაკაცების სპერმა, რის შემდეგაც დამტკიცდა, რომ კოვიდ -19-ის არსებობამ გამოიწვია "სპერმის ხარისხის და განაყოფიერების პოტენციალის შემცირება."



მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სპერმატოზოიდები დეფორმირებულია, ნაკლებად მოძრავია და სპერმის კონცენტრაცია უფრო დაბალია, რამაც შეიძლება გააძნელოს განაყოფიერება.


კოვიდ-19-ის გავლენა ადამიანების გამრავლებაზე ფართოდ არ არის შესწავლილი, რადგან დაავადება უფრო მეტად აზიანებს ფილტვებს, გულსა და სისხლძარღვებს, რომელიც მეცნიერებისგან უფრო სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს.



მეცნიერების თქმით, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, თუ როგორ იმოქმედა კორონავირუსმა სათესლე ჯირკვლებზე, თუმცა, როგორც ცნობილია, სიცხე -რომელიც კოვიდის საერთო სიმპტომია, მათ აზიანებს.



გერმანიის გისენის იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გაანალიზეს Covid-19-ით ინფიცირებული 84 მამაკაცის და იმავე ასაკის არაინფიცირებული 105 საკონტროლო სუბიექტის სპერმა.ანალიზებს ყოველ 10 დღეში იღებდნენ 60 დღის განმავლობაში.


კვლევამ აჩვენა სპერმის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება ავადმყოფობიდან 60 დღის განმავლობაში.


დადგინდა, რომ სპერმის კონცენტრაცია 516 პროცენტით დადაბლდა, ხოლო მათი მოძრაობის უნარი 209 პროცენტით შემცირდა, თუმცა ყველა მამაკაცი მაინც ნაყოფიერი იყო.


როდესაც ორი ჯგუფი ერთმანეთს შეადარეს, დადგინდა, იმ მამაკაცებში ბევრად ნაკლები იყო ბავშვის ჩასახვის შანსი, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს.


კარგი ინფორმაცია ის არის, რომ დროთა განმავლობაში დაზიანებული სპერმის ხარისხი ნელნელა აღდგა და ნორმალურ დონეს დაუბრუნდა, თუმცა რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობდა ინფექცია, შედეგი მით უფრო უარესი იყო.


კვლევის დასრულების შემდეგ გერმანელი მეცნიერები კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცებს ურჩევენ, ბავშვის ჩასახვის დაგეგმის წინ ჩაიტარონ რეპროდუქციული კვლევები, რადგან მათი შედეგები არ არის კონკრეტული.


0
90
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0