x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს-რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი
image

эхо москвы-ზე გამოქვეყნდა სვეტი სათაურით "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უარი ვთქვათ აღიარებაზე"( Абхазия и Южная Осетия. Отказаться от признания) რომლის ავტორია ალექსეი მელნიკოვი-პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და 1-3 მოწვევის დუმის დეპუტატი.


"2021 წლის აგვისტოში შესრულდება „დამოუკიდებლობის“ 13 წლისთავი. როგორია შედეგები? რის გაკეთება შეძლო რუსეთის დიპლომატიამ იმისთვის, რომ ეს „სახელმწიფოები“ თუნდაც მსოფლიო თანამეგობრობის ნახევარს ეღიარებინა? ვერაფრის.

რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავინ აღიარა. ამავდროულად, ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელსაც ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი ასეთი „გაშეშებული“ ტერიტორიაა დნესტრისპირეთი. ახალი რუსეთის წინაშე ობიექტურად დგას ამოცანა, შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვასთვის გადასაცემად“ - წერს მელნიკოვი.



აღსანიშნავაია, რომ მელნიკოვის ამ გამოსვლას აფხაზეთში ემოციური პასუხების კორიანტელი მოჰყვა, საერთოდ ბოლო წლებში, როგორც საზოგადოება, ასევე აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურები მწვავე აღშფოთებას გამოხატავენ ცალკეული რუსი პოლიტიკოსების მოწოდებებზე- (ჟირინოვსკის, პრილეპინისა და სხვების)აფხაზეთი, სხვა მცირე სახელმწიფოებთან ერთად განსხვავებული სტატუსით შეუერთდეს რუსეთის ფედერაციას. მაგრამ ამ შემთხვევაში, რუსეთის ნაციონალ-პატრიოტთა იდეებისგან განსხვავებით, ამჯერად საუბარია საქართველოში დაბრუნებაზე.

აფხაზური საზოგადოება იმის გარკვევასაც ცდილობს, არის თუ არა ნამდვილად ალექსეი მელნიკოვი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე.

0
113
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0