x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბიონსეს ბიძაშვილი,რეპერი მარტელ დარუენი ახალგაზრდა ქალმა მოკლა
image

შეერთებულ შტატებში ბიონსეს ბიძაშვილი, რეპერი და მუსიკოსი მარტელ დარუენი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ცხედარი მის ბინაში, სან ანტონიოში(ტეხასი) სამშაბათს, 26 იანვარს იპოვეს. ამის შესახებ იტყობინება The Sun.



ცნობილი მომღერლის 34 წლის ბიძაშვილმა წარმატებული რეპ კარიერა სასცენო ფსევდონიმი Kardone-თი გაიკეთა, მას არასოდეს გამოუყენებია თავისი ბიძაშვილის სახელი მისსავე სასარგებლოდ.


რეპერის მეგობრები პოლიციაში მივიდნენ მას შემდეგ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა. პოლიციამ გარდაცვლილი დერვენის ცხედარი თავის ბინაში აღმოაჩინა.


image

როგორც KSAT– ი იუწყება, რეპის მკვლელობაში ეჭვმიტანილია 21 წლის საშა სკარი, პოლიციამ უკვე გასცა მისი დაკავების ორდერი. არ არის ცნობილი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა ქალს დაქორწინებულ დერვენთან, მაგრამ იანვრის დასაწყისში სოციალურ ქსელში მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა რეპერთან ერთად გადაღებული ფოტო.

image

ბიონსეს ბიძაშვილის მეგობარმა, ბრაიან მიტჩელმა რეპერს მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მოკვლა ჰგავს "პეპლის დაჭრას". დერვენის მეუღლემ ჯოიმ ქმარი აღწერა, როგორც მოსიყვარულე, მზრუნველი ადამიანი, რომელიც ღარიბებს ეხმარებოდა.


მანამდე ბიონსეს მამამ და ასევე ყოფილმა მენეჯერმა მეთიუ ნოულზმა აღიარა, რომ მას ძუძუს კიბო დაუდგინეს. ამავდროულად, კიბოს სტადიის მონაცემები, ისევე როგორც დიაგნოზის დასმის თარიღი, ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

0
134
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0