x
ეს დღე ისტორიაში - 27 იანვარი, დანტე ალიგიერი პოლიტიკური დევნილი ხდება
image


1302 წლის 27 იანვარს, იტალიელი მწერალი და პოეტი ფლორენციიდან, პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადეს.


დანტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ რომ ეს 1265 წელს მოხდა. ასევე, ბევრი არაფერია ცნობილი მისი განათლების შესახებ, რომელიც ან სახლში მიიღო ან ფლორენციის მონასტერში. ცნობილია, რომ სწავლობდა ტუსკანურ პოეზიას და ბოლონეზელი პოეტის, გვიდო გვინიჩელის კომპოზიციები მოსწონდა.


წერა ჯერ კიდე მოზარდობის პერიოდში დაიწყო და აღირებული პოეტებისგან მოწონებაც დაიმსახურა. დაახლოებით 1293 წელს, მან გამოაქვეყნა წიგნი “ახალი სიცოცხლე”. რამოდენიმე წლის შემდეგ კი “ბანკეტი”. მაგრამ, ყველაზე მეტად დანტე ცნობილია თავისი ნაწარმოებით, რომელსაც უბრალოდ “კომედია” უწოდა, თუმცა მისი ნაშრომი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას დღეს ყველა ისე იცნობს როგორც “ღვთაებრივი კომედია”. პირველი ვერსია ასეთი სახელით 1555 წელს გამოიცა.



დანტე, როგორ იმდროინდელი ფლორენციელების უმეტესობა, ჩართული იყო გველფ-გიბელინების კონფლიქტში და ფლორენციელი გველფების მხარეს იბრძოდა კამპადინოს ბრძოლაში (11 ივნისი, 1289).


გიბელინების დამარცხების შემდეგ, გველფები ორ ფრაქციად დაიყო: შავ და თეთრ გველფებად. დანტე თეთრი გველფების მხარეს აღოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გაყოფა ერთი გვარის წარმომადგენლებს შორის მოხდა, წინააღმდეგობები თანდათან გროვდებოდა. შავი გველფები, პაპის ძალაუფლების მომხრენი იყვნენ, ხოლო თეთრები უფრო მეტი თავისუფლების. თეთრებმა მოახერხეს შავი გველფების განდევნა და დანტე გახდა ფლორენციის პრიორი.


პოლიტიკურ სარბიელზე მისი წარმატება საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან შავმა გველფებმა დაიბრუნეს ძალაუფლება და 1302 წელს, დანტე იქცა პოლიტიკურ დევნილად, რომელსაც უზარმაზარი თანხა უნდა გადაეხადა, თუ სურდა ფლორენციაში დარჩენილიყო. სწორედ დევნილობის პერიოდში შექმნა დანტემ “კომედია”, რომელიც იტალიურ ენაზე შექმნილ უდიდეს ლიტერატურულ ნაშრომად ითვლება.


დანტე ალიგიერი, რომელმაც განდევნის შემდეგ ფლორენცია ვეღარ იხილა, გარდაიცვალა მალარიისგან რავენაში, 1321 წლის 14 სექტემბერს.



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓



ეს დღე ისტორიაში - 26 იანვარი, ნიუ-იორკის ლოტოს გათამაშების $90 მილიონი, 9ადამიანმა გაიყო


ეს დღე ისტორიაში - 25 იანვარი, პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყება


ეს დღე ისტორიაში - 24 იანვარი, კალიგულას მკვლელობა


ეს დრე ისტორიაში - 23 იანვარი, პირველი სათამაშო ფრისბის წარმოება


ეს დღე ისტორიაში - 22 იანვარი, წყლის ორთქლის ემისიები ჯუჯა პლანეტაზე

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0