x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნახეთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იაპონური მატარებელი, სადაც ბილეთი 10 000 დოლარი ღირს

image


უძველესი ტრადიციებისა და საოცარი წეს - ჩვეულებების მქონე ეს უნიკალური ქვეყანა ბევრისთვის კვლავაც ამოუცნობად რჩება. ცოტა ხნის წინ, თანამედროვე ტექნოლოგიების ქვეყნად წოდებულმა იაპონიამ მსოფლიო მორიგი სიახლით გააოცა, ამჯერად, მან საზოგადოებას ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული მატარებელი "Shiki-Shima" (ოთხი სეზონი) წარუდგინა, რომლის შექმნისთვისაც სარკინიგზო კომპანია "East Japan Railway" – იმ 44, 5 მილიონი დოლარი დახარჯა. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "Shiki-Shima"-ს ზღაპრულ სამყაროში. ნახეთ, რა სილამაზე გელოდებათ შიგნიდან.


imageimageimage


მატარებელს აქვს - მინის ჭერი, ცალკე სპა, პანორამული ფანჯრები, და მომსახურების უმაღლესი დონე. ულტრათანამედროვე დიზაინის ვაგონები 34 მგზავრზეა გათვლილი. ამ საოცარ სამყაროში მოხვედრილ თითოეულ ადამიანს პერსონალი შამპანურის ჭიქით ეგებება.


image


მატარებლის მგზავრებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტი, უმაღლესი კლასის სამზარეულო, ლაუნჯ - ზონა ცოცხალი მუსიკითა და საინტერესო საექსკურსიო პროგრამა ელით.


imageimageimage


მატარებლით მგზავრობა მხოლოდ ტოკიოდან ჰოკაიდოს მიმართულებით არის შესაძლებელი, ზაფხულში ამისთვის სულ რაღაც ორი, ზამთარში - კი სამი დღეა საკმარისი. ვაგონების დიზაინზე ცნობილმა იაპონელმა მანქანის დიზაინერმა კენ ოკუიამამ იმუშავა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ცნობილი ავტომობილების "Maserati"-ის, "Ferrari"- ისა და "Porsche"-ეს მწარმოებლებთან თანამშრომლობდა. დიზაინერმა ტრადიციული იაპონური სტილის, ფუტურიზმისა და არტ -დეკოს ელემენტებთან შერწყმა შესანიშნავად მოახერხა.


imageimageimage


ძვირადღირებული ტურისტული მატარებელი კონკურენციას უმაღლესი ხარისხისა და კომფორტის ნებისმიერ სასტუმროს უწევს. ბილეთის ღირებულება კი 2860 - დან 10 000 დოლარამდე მერყეობს.


imageimageimageimageimageimage

















0
1084
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1084