x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი მექრთამე
image

ჩინეთში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების მართვის კომპანია China Huarong Asset Management Co. დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. ლაი სიაომინი დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ Global Times იუწყება.



ლაის მიესაჯა სიკვდილით დასჯა და ქონების კონფისკაცია კორუფციის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ორცოლიანობის გამო. საქმეზე განაჩენი 5 იანვარს ტიანძინის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, გასაჩივრების შემდეგ ახლახან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი.



სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, უშუალოდ ან შუამავლების საშუალებით, უკანონოდ მიითვისა დაახლოებით 1, 79 მილიარდი იუანის (277 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ფული და ქონება. საუბარია 2008 წლიდან 2018 წლამდე ქრთამის აღების 22 ეპიზოდზე, რომელიც უკავშირდება კონტრაქტების პროექტებს.


image

ლაი ასევე ქრთამს იღებდა დაწინაურების და სხვა სამსახურში გადაყვანის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მას 25 მილიონი იუანი სახელმწიფო ფულის გაფლანგვაში დაედო ბრალი. იგი დამნაშავედ ცნეს ორცოლიანობაშიც: იყო დაქორწინებული და თან სხვა ქალთან ცხოვრობდა.რომელთანაც შვილი შეეძინა.


განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის მექართამეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების დღიდან მოყოლებული (1949წ).

1
220
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
220
  
2021, 31 იანვარი, 5:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1