x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაცლამ ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია

image ენგურჰესზე გაჩენილმა ტექნიკურმა პრობლემებმა მისი გაჩერების აუცილებლობა მოითხოვა, ჰესი რომელიც უდიდესია საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიით ამარაგებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთსაც.
საბერიოს სამანქანო განყოფილებისაკენ მიმავალი სადერივაციო გვირაბში გაჩნდა ბზარები, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვდა რემონტს, გარდა ამისა უშუალოდ წყლის გამშვებ რაბებში აუცილებელი გახდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
სადერივაციო გვირაბს კეტავს უზარმაზარი ფარი, რომელსაც ელექტრომექანიკური სისტემა აღებს და ხურავს და გვირაბში წყალსაცავიდან ატარებს ზუსტად იმდენ წყალს რამდენიც საჭიროა საბერიოს სმანქანო განყოფილებაში ტურბინების ასამუშავებლად, ტურბინები კი თავის მხრივ ამუშავებს გენერატორებს, რომლებიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.
ენგურის კალაპოტი დაბა ჯვარიდან ანაკლიამდე მდიდარი იყო თევზებით, თევზების მრავალფეროვნება გამოჩნდა გვალვის შედეგად ენგურში წყლის დონის დაწევისას, ვინაიდან წელს ზემო სვანეთში თოვლი პრაქტიკულად არ მოსულა წყალსაცავში წყლის დონემ კატასტროფულად დაიკლო, შესაბამისად კაშხალიდან ენგურის კალაპოტში წყლის გაშვება შეაჩერეს, მდინარეში ჟანგბადის დონის შემცირებამ კი ტონობით თევზის დახოცვა გამოიწვია.
ენგურჰესის გაჩერების საჭიროების გამო კი წყალსაცავი მთლიანად დაიცალა, წყლის მკვეთრად მომატებულმა დონემ წალეკა კერძო მოსახლეების აუზები, წალეკა თხილის პლანტაციები და რაც ყველაზე უარესია ტონობით თევზი გამორიყა ნაპირზე, მოსახლეობამ მართალია ამით იხეირა, მაგრამ ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია.
პრაქტიკულად კაშხალიდან ანაკლიამდე თევზი გაწყდა, წყალსაცავში არსებული შლამის მდინარის კალაპოტში ჩაშვებამ თევზებს არსებობის საშუალება მოუსპო.
imageimage როგორც ხედავთ აქ კერძო აუზებიდან წყლის დინების მიერ გატაცებული თევზებიცაა.
image წალდით გადაჩეხილი თევზის დანახვა ნამდვილად არ ესიამოვნება ნაღდ მეთევზეებს.
image image




0
955
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
955