x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ქალბატონო, მიიფარეთ: სელებრითების 12 ყველაზე უგემოვნო საცურაო კოსტიუმი

image


მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წამომადგენლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც რიგითი მოკვდავების მსაგავსად ზოგჯერ საცურაო კოსტიუმების არჩევისას უპატიებელი შეცდომები მოსდით. მაშ ასე, მოდით ვნახოთ სელებრითების 12 ყველაზე უგემოვნო საცურაო კოსტიუმი, რომელიც მსოფლიო პრესას შეუმჩნეველი არ დარჩენია.




კეშა


image


ამერიკელი მომღერლის კეშას საცურაო კოსტუმმა მისი სხეული ოთხკუთხედად აქცია და აქცენტი მის საკმაოდ "მძიმე" სხეულის ქვედა ნაწილზე გადაიტანა, მთლიან საცურაო კოსტიუმს, გვერდებზე პატარა ჭრილებით შეეძლო სიტუაცია ერთმნიშვნელოვნად გამოესწორებინა.




ლედი გაგა


image


ლედი გაგა ამ ფოტოზე არც თუ ცუდ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, თუმცა ამ საკმაოდ უცნაური საცურაო კოსტიუმის წყალობით ეს საერთოდაც არ ჩანს.





ედრიენ ბაილონი


image


ბეტმენი ქალი რომ ყოფილიყო სანაპიროზე დასასვენებლად ედრიენ ბაილონიმსგავსს კოსტიუმს აუცილებლად შეარჩევდა.





ლინდსი ლოჰანი


image


ლინდსი ლოჰანი, მისი საქორწილო ბოდი და "ბებიის" პანტალონები - ვარსკვლავის "ლუქი" ჰეითერების მხრიდან დაცინვის ობიექტი გახდა, ხოლო თუკი მსახიობის მოდუნებული და მოშვებული კანის მიხედვით ვიმსჯელებთ, აშკარაა რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია რაც სპორტ -დარბაზს აღარ სტუმრობს. ლინდსის თაყვანისმცემლები დღემდე ვერ ხვდებიან, როგორ შეძლო მან საკუთარი სხეულის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა.





ლენა დანემი



image


სავარაუდოდ, რამდენიმე ზომით პატარა საცურაო კოსტიუმი ლენა დანემმა თავის უმცროს დას ან დისშვილებს წაართვა.



არიელ უინტერი


image


არიელ უინტერი სიგამხდრით არასდროს გამოირჩეოდა. მსახიობი იდეალური პარამეტრების მისაღწევად დღესდღეობით, სავარჯიშო დარბაზში აქტიურად "იღწვის", თუმცა გოგონას სხეული იდეალურისგან კვლავაც შორსაა. სელებრითი არ აპირებს უარი თქვას თამამ კოსტიუმებზე, მიხედავად იმისა რომ ისინი მისი სხეულის ნაკლოვანებებს კიდევ უფრო მეტად უსვამენ ხაზს.




ბარბარა ფერეირა


image


ბარბარა ფერეირა 50 ზომა სამოსს ატარებს და საკუთარი სხეულითაც არანაკლებ ამაყობს. ამასთან, "ინსტაგრამზე" გოგონას ყოველი მეორე გამომწერი საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოებისთვის მკაცრად აკრიტიკებს, მიზეზად კი ბარბარას ჭარბ წონას ასახელებს.




იგი აზალია


image


იგი აზალიას სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალს უწოდებდნენ, ახლა კი ავსტრალიელი მომღერლის დუნდულები ე.წ "ფორთოხლის კანის" სქელი ფენით არის დაფარული, და ზოგადად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლის სხეული არც თუ იდეალურ ფორმაშია. სელებრითის ფოტოებმა, რომლებზეც მომღერალი მექსიკაში, შვებულების გატარების დროს, პაპარაცების მიერ იქნა აღბეჭდილი სულ მოკლე დროში ყველა ტაბლოიდური ჟურნალის გარეკანი მოიარა, რითიც მის ფანებს იმედები მწარედ გაუცრუა.





მერაია ქერი


image


საკუთრი სხეულის ნაკლოვანებების წარმოჩენა ისე "კარგად" სხვას არავის შეუძლია როგორც ამერიკელ პოპ - ვარსკვლავს მერაია ქერის, შესაბამისად, არც მისი გემოვნებით არჩეული საცურაო კოსტიუმი გამხდარა ამ თვალსაზრისით გამონაკლისი.




ნიკოლ კოკო ოსტინი


image


ნიკოლ კოკო ოსტინის მინი ბიკინის დანახვისას ადამიანს შეიძლება მხოლოდ ერთი კითხვა გაუჩნდეს: როგორ არ კარგავს მას ვარსკვლავი ცურვისას?





კორტნი სტოდენი


image


გოგონა, რომლის ბიკინიც, ერთი შეხედვით კომბოსტოს მოგაგონებთ სავარაუდოდ, თავისი შთამბეჭდავი ბიუსტის "წარმოშობაზე" მიანიშნებს : )




ემბერ როუზი


image


რთულია ცნობილი მოდელის სხეულზე არსებულ ამ სამ გაურკვეველ მიკრო ქსოვილს საცურაო კოსტიუმი უწოდო, თუმცა ეს ასეა.





0
351
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
351