x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
2023 წელს მარსზე პირველი ადამიანი გაემგზავრება
imageნიდერლანდელმა მეცნიერებმა დაიწყეს მზადება მარსზე გაფრენისათვის, რომელიც 2023 წელს შედგება. ყველა მსურველს შეუძლია გაემგზავროს მარსზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბილეთი მხოლოდ ერთ მხარეს, მარსისაკენ იყიდება. საქმე იმაშია, რომ ჯერ არ არის შექმნილი ტექნოლოგია, რომელიც მარსიდან დედამიწაზე დაბრუნებას უზრუნველყოფს.

პირველი რაკეტა 4 ადამიანთან ერთად სტარტს 2023 წელს აიღებს, შედარებით ადრე 2022 წელს მარსზე გაიგზავნება საჭმლის, სასმელისა და ჟანგბადის მარაგები, მართალია ცნობილი არ არის რამდენ ხანს ეყოფათ ეს მარაგები ადამიანებს მარსზე.

ასეთი ექსტრემალური საქციელის მიზეზი ელემენტარულია: ადამიანების მიერ გარე ცივილიზაციებისა და მარსზე სიცოცხლის შესწავლა.

მეცნიერემბა მაშინვე განსაზღვრეს პრობლემები, რომლებიც იქ ადამიანებს დახვდებათ. მაგალითად მათ უნდა ისწავლონ წყლიდან ჟანგბადის მოპოვება, მაგრამ იქამდე უნდა დადგინდეს, რომ მარსზე წყალი არსებობს.


მეორე პრობლემა შეიძლება იყოს ძლიერი ქარი, რომელიც კოსმონავტებს მოძრაობაში შეუშლის ხელს.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მისი მთავარი სპონსორი იქნება რეალითი-შოუ, ადამიანების მისია მარსზე პირდაპირ ეთერში გადაეცემა ტელევიზიით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს მოუწევთ ზოგიერთი ორგანოს ხელოვნური ორგანოთი შეცვლა.

დაველოდოთ 2023 წელს და ვნახოთ რა ხდება წითელ პლანეტაზე.

5
244
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
244
  
2012, 29 აგვისტო, 19:26
იმედია:))))
2012, 29 აგვისტო, 19:25
იქნებ იქამდე რამე მოიფიქრონ :)
2012, 29 აგვისტო, 19:25
კარგია,თუმცა ასეთ განზრახ თვითმკვლელობაზე არაფრისათვის წავიდოდი
2012, 29 აგვისტო, 19:18
ხო არ გინდა შენც იმ 4 ადამიანში მოხვდე?
2012, 29 აგვისტო, 19:16
მადლობა სტატიისთვის..ასტრონომია ჩემი სტიქიაა
0 1 5