x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
11 ფაქტი, როცა ქართველ პოლიტიკოსებს ესროლეს კვერცხი, ფეხსაცმელი, ნაგავი და ტყვიაც კი

კვერცხები ყველაზე გავრცელებული იარაღია, რომელიც პროტესტის გამოსახატავად უსვრიათ. საქართველოში, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე კვერცხთან ერთად უსვრიათ, ქვა, ფუნა, წყალი, ჭიქა, ფეხსაცმელი და ტყვიაც კი. ხან ოპოზიციას, ხანაც პოზიციას - მაგალითად გურჯაანში პოზიციამ ოპოზიციური პარტიის წევრებს დაუშინა კვერცხები, თანაც წიწილებიანი.



image





1. აკაკი ბობოხიძეს ზუგდიდში კვერცხი ესროლეს, 2013

შემთხვევა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა, სადაც მიმდინარეობდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა. მას შეხვედრაში მონაწილე მოქალეები შენობის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, რა დროსაც კვერცხი ესროლეს, საპატრულო პოლიცია რომ არა ბობოხიძეს ცოცხსაც ესროდნენ. სწორედ საპატრულო პოლიციის დახმარებით დატოვა შენობა მან.


image


image

ბობოხიძის შემთხვევაში ნამდვილი დამნაშავე არ დასჯილა. მას ვიღაც კაცმა ესროლა, რომელსაც ქუდი ეხურა, სასამართლომ კი შუახნის ქალი გამოაცხადა დამნაშავედ, რომელსაც 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.






2. გიგი უგულავას კვერცხები დაუშინეს, 2014


image

image


ქართული ოცნების ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა მერაბ ღოღობერიძემ დაუშინა მას კვერცხები, როდესაც თბილისის ყოფილ მერი, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოდიოდა, სადაც განიხილებოდა კაბელების თემასთან დაკავშირებული გიგი უგულავას სარჩელი.





3. ლუკა კურტანიძეს კვერცხები ესროლეს, 2014

image

image

ჭიდაობის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს მოჭიდავეები აუჯანყდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენს. ფედერაციაში დიდი უკმაყოფილება იყო. მოჭიდავეები კურტანიძეს ჭიდაობის "მოსპობაში" ადანაშაულებდნენ.

გაბრაზებულმა სპორტსმენებმა მას კვერცხები მაშინ დაუშინეს, როცა ფედერაციის შენობაში შედიოდა.

4. ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლეს, 2016


image

image

აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი სარფის საბაჟოზე ერთ-ერთმა მოქალაქემ ესროლა. ის საქართველოში ბრუნდებოდა და მის დასახვედრად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მივიდნენ, სწორედ დახვედრის მომენტში, პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მოქალაქემ ესროლა მას ფეხსაცმელი. ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

5. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, 2016

image

ყოფილ დიპლომატს და მაღალჩინოსანს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის სამ მეგობართან ერთად ყოფილი დიპლომატის ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა. უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა რა დროსაც, პოლიტიკოსი ფეხში სამ ადგილას დაშავდა.

6. ირაკლი ოქრუაშვილსაც ესროლეს ასევე ტყვია, 2016

image

ირაკლი ოქრუაშვილი გორში ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა, როცა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. თვითონ მას არ მოხვედრია, თუმცა დაშავდა მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი და აქციის მონაწილე.

7. მიხეილ სააკაშვილს კვერცხი ესროლეს უკრაინაში, 2017

imageimageimage
ოდესის ყიფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კრივიი რიგში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, როცა კაცმა მას მწვანედ შეღებილი კვერცხები დაუშინა. ის ადგილზე დააკავეს.

8. სალომე ზურაბიშვილის პლაკატს კვერცხი ესროლეს, 2018

imageimage
"პატრიოტმა მოქალაქემ მოღალატეს კვერცხი ესროლა", - ასეთი სათაურით გავრცელდა ვიდეო. ეს იყო პროტესტი მაშინდელი და ახლანდელი პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ.

9. სოსო ჯაჭვლიანს კვერცხი ესროლეს, 2020

imageimage
მკლავჭიდის ფედერაციის წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტს, წყალი შეასხეს და კვერცხი ესროლეს. ისინი სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნულმ მმართველობაში ადანაშაულებდნენ.

10. ნიკა მელიას ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვა ესროლეს, 2020

გლდანულაში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდა ენემეს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია, როდესაც მუჭისოდენა ქვები ესროლეს. არავინ დაშავებულა.

image


გლდანულის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას მუჭისოდენა ქვა ესროლეს როცა ის გლდანულაში, ამომრჩევლებს ხვდებოდა. ფაქტი არ გამოძიებულა.






11. ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს, 2021

imageimage

ეს არც თუ ხშირი შემთხვევა სულ ახლახან მოხდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს თავზე ნაგავი სამოქალაქო აქტივისტებმა და ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა დააყარეს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე მოხდა.

აქტივისტებმა ამ ფორმით ირაკლი ჩავლეიშვილის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა გააპროტესტეს. "ოპოზიციიდან გაიქცა და სკამისთვის იბრძოლა" - ასე შეაფასეს მათ პოლიტიკოსი.

ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი კანდიდატია ვინც უმაღლეს საბჭოში შესვლაზე თანხმობა განაცხადა.




ბონუსად:

გორში თავზე ნაგავი დააყარეს აქტივისტს, 2018

image

გორის მერიის თანამშრომელმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ვედრო ჩამოამხო. მაქარაშვილი და სხვა აქტივისტებმა მერიასთან აქცია გამართეს და ნაკელი და ხორბალი დაყარეს. რამაც გამოიწვია მერიის თანამშრომლის გაღიზიანება.

“ამით გავაპროტესტეთ თავზარაშვილის განცხადება, სადაც მან საქართველო დაადანაშაულა აგვისტოს ომის დაწყებაში. ჩვენ მისგან გამოსვლას და ბოდიშის მოხდას ვითხოვდით. აქცია რომ დასრულდა, ჩვენ მიერ დაყრილ ხორბალსა და ფუნას ვაგროვებდით, რა დროს უკნიდან მომეპარა მერიის თანამშრომელი და ხორბალი თავზე ჩამომამხო” - განაცხადა მან შემთხვევის შემდეგ.

ნაც მოძრაობის წევრებს წიწიალიანი კვერცხები ესროლეს, 2015

image

image

შემთხვევა გურჯაანში მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დაპირისპირება გამოიწვია დაბეჭდილმა გაზეთმა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამგეობის შენობაში შეიტანეს, გაზეთში განთავსებული იყო ინფორმაცია რაიონის გამგებლის და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ნეპოტიზმის შესახებ.

ირაკლი კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას ფუნა ესროლა, 2013

imageimage

"საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველი ხალხისგან იმსახურებს ფუნას, რადგან მათი გადაცემები 9 წლის განმავლობაში იყო არა მეტი ვიდრე ეს ფუნა." - აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე ამ ფორმით გააპროტესტა საზ. მაუწყებლის მუშაობა. ამავე დროს მას არ უშვებდნენ ბორდის საბჭოს სხდომაზე.

0
299
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0