x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რა საჭიროა წიგნის კითხვა, თუ უმეტესობა მათგანი გვავიწყდება? ბრძნული პასუხი
რამდენად ხშირად ხდება ისე, რომ რაღაცის გაკეთებისას, შუა გზაზე ვჩერდებით ფიქრით: რისთვის არის საჭირო, თუ საბოლოო შედეგს ვერ დავინახავთ? როგორც ჩანს, ყველაფერი ტყუილად არ ხდება. წაიკითხეთ სასარგებლო იგავი წიგნის კითხვის სარგებლობაზე.

image

იგავი წიგნის კითხვაზე

ერთხელ ერთ დიდებულ სწავლულს ბევრი მოსწავლე ჰყავდა. ერთ–ერთმა მოსწავლემ ჰკითხა: „რისთვის ვკითხულობ? რადგან უმეტესობა მათგანი, რაც წავიკითხე, უბრალოდ დამავიწყდა“.


image

მასწავლებელმა იმ წუთას არაფერი უპასუხა. რამდენიმე დღის შემდეგ ძალიან ბინძური საცერი მისცა და ახლომდებარე მდინარიდან წყლის მოტანა სთხოვა. მოსწავლეს ეს აზრი არ მოეწონა, მაგრამ მასწავლებელს ამის თქმა ვერ გაუბედა. სწორედ ამიტომ, დავალების შესასრულებლად გაეშურა.

image

აშკარაა, რომ ახალგაზრდა ბიჭს არაფერი გამოუვიდა: ის საცერში წყალს აგროვებდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯს ამჩნევდა, რომ წყალი იღვრებოდა. დღის ბოლოს მასწავლებელთან მივიდა და უთხრა, რომ დავალების შესრულება ვერ შეძლო.

image

თუმცა სწავლული ასეთი კატეგორიული არ იყო. მან გაიღიმა და მოსწავლეს საცერზე ყურადღებით დახედვა სთხოვა: ის ჭუჭყისგან გაიწმინდა და ახალივით გამოიყურება. ეს მხოლოდ იმის წყალობით მოხდა, რომ მოსწავლე მთელი დღის განმავლობაში ყველაფრის მიუხედავად დავალების შესრულებას ცდილობდა.

image

შემდეგ მასწავლებელმა წიგნის საკითხზე კითხვას პასუხი გასცა:

„ადრე მკითხე, თუ რა სარგებელი აქვს წიგნის კითხვას, თუ არ გახსოვს, რას კითხულობ. ახლა საცერს დახედე. საცერი გონებაა, წყალი – ცოდნა, მდინარე – წიგნი. მაშინაც კი, თუ არ გახსოვს ყველაფერი, რაც წაიკითხე, არა უშავს! კითხვა გონებას მახვილს ხდის.“

ამომწურავი პასუხია, ასეა? ჩვენს ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი აზრი აქვს და ეს უნდა გახსოვდეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ბევრი წაიკითხეთ და არა მხოლოდ: რამდენიმე მარტივი მეთოდი რომ სხვებისთვის საინტერესო გახდეთ

image

აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს

image

9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

image

ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ

image

10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

image


0
283
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
283