x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ

image

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, ტაძარ ულუვატუს ტერიტორიაზე მაიმუნების "დანაშაულებრივი ბანდა" მოქმედებს და განთქმულია ტურისტების თავხედური გაქურდვებით. ეს მაიმუნები არა მხოლოდ იპარავენ რაც ცუდად დევს, არამედ მათ არ ეშინიათ მოაწყონ მარადიორული რეიდები და მოპარულს უკან დაგიბრუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქრთამს მისცემთ გემრიელობების სახით. ახლახანს კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაკაკები შეგნებულად იპარავენ ადამიანებისთვის შედარებით ძვირფას ნივთებს, რათა შემდეგ უფრო დიდი ჯილდო გამოიმუშავონ.image

კანადის და ინდონეზიის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად მაიმუნები ახორციელებდნენ "რთული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების უპრეცედენტო პროცესს". უბრალო ენით რომ ვთქვათ, ისეთ სქემებს "ატრიალებენ", რომლებიც უბრალოდ გარეული პრიმატებისთვის ძალიან რთულია და წარმოუდგენელი. მეცნიერებმა ანალოგიური კვლევა ჩაატარეს შინაურ მაიმუნებზე და დარწმუნდნენ, რომ მარადიორობის და შანტაჟის ტრადიცია გადადის თაობიდან თაობაზე, არის შეძენილი და ფორმირდება კონკრეტული მაიმუნების ჯგუფის კულტურის ზემოქმედებით.

ყველა მაიმუნი ერთნაირად კარგად არ ქურდობს. მოზრდილები, უფრო გამოცდილები, არ იპარავენ ყველაფერს, "რაც ბრწყინავს", არამედ მხოლოდ იმას, რასაც ადამიანები ყველაზე მეტად აფასებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მაიმუნებს შეუძლიათ არა მხოლოდ დიდხანს დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი, არამედ შეუძლიათ გაანალიზონ, თუ გარკვეული ნივთიდან რა რაოდენობის ჯილდოს მიღება შეიძლება. პრიმატის აზრით, იდეალური მსხვერპლია ტაძრის დამთვალიერებელი (ტურისტი), რომელსაც თან აქვს როგორც მინიმუმ ერთი ნივთი (რომელიც არ იჭმევა) და მოპარვის შემთხვევაში შეიძლება მისი გადაცვლა.

image

image

რით ინტერესდებიან მაკაკები? მკვლევარებმა გამოყვეს ნივთების ექვსი ძირითადი ჯგუფი:

1. ცარიელი კონტეინერები (ტელეფონის ქეისები და ფოტოაპარატის ჩანთები).

2. აქსესუარები (ბრელოკები და თმის სამაგრები).

3. თავსაბურავები და კეპები.

4. ფეხსაცმელი (ქალის ქუსლიანი ზაფხულის ღია ფეხსაცმელი, "შლიოპანცები").

5. სათვალე (ნომრიანი და მზის).

6. ელექტრომოწყობილობები და საფულეები (მობილური ტელეფონები, ფოტოაპარატები, საფულეები).image

რაც უფრო ძვირადღირებულია ნივთი და მით უფრო ძლიერ სურს პატრონს მისი უკან დაბრუნება-მით უფრო თავხედობენ ქურდბაცაცები. საქმე იქამდეც მისულა, რომ უფროსი მაკაკები უარსაც კი ამბობენ დიდი რაოდენობით იაფფასიან საკვებზე, თანხმდებობდნენ მხოლოდ ძვირფას საკვებზე, თუნდაც მცირე ულეფაზე. რა თქმა უნდა უფრო მეტად თავხედდებოდნენ, როცა მათ ხელში აღმოჩნდებოდა სმარტფონი-მშვენივრად ესმოდათ, რომ ქვის ჯუნგლებში ამ სათამაშოს გარეშე ტურისტი ვერ გადარჩება.

image




იხილეთ ასევე:




იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს?


image

ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image

ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?

image

საინტერესო ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც გსმენიათ

image

უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image

საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image

საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე

image






0
511
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0