x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გადადეთ პაემნები, ნურც სხვას ენდობით და ნურც საკუთარ თავს, გადაამოწმეთ ყოველი სიტყვა" - რა უნდა იცოდეთ 21 თებერვლამდე და ვისთვის იქნება ეს პერიოდი საუკეთესო
image


ქართველი ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 21 თებერვლამდე მოსალოდნელი ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ გვიამბობს, რომლებიც პლანეტა მერკურის რეტროგრადული ფაზით იქნება განპირობებული. კომუნიკაციის პლანეტა მერკური ხვალიდან რეტროგრადული ანუ უკანმავალი ხდება:


"მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის! 30 იანვრიდან 21 თებერვლამდე კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა, მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაშია, თუმცა მისი გავლენა შესაძლოა 1-2 კვირით ადრეც კი იგრძნოთ.


მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეული შეფერხებებით წარიმართება. ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს 21 თებერვლამდე გადადოთ. საერთოდ რეტროგრადული მერკური უფრო ძლიერად ავლენს თავს, როდესაც რეტროგრადულ მოძრაობაში გადასვლის წინ სვლას ანელებს, ანუ "ჩერდება", სტაციონალური ხდება და ასევე, დირექტულ მოძრაობაში გადასვლის წინა დღეებში, ანუ..., ვინაიდან 30 იანვარს იწყება მერკურის რეტროგრადული ფაზა 28-31 იანვრის პერიოდი განსაკუთრებით ყურადსაღებია.




image


ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, მწერლებს, მთარგმნელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან, კავშირგაბმულობასთან. ამ პერიოდში შეცდომების დაშვების, დეზინფორმაციის, არასწორი აღქმისა და გადმოცემის მაღალი ალბათობაა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჟურნალისტებს!, პრესას, რადიოს, ტელევიზიას!


გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები. კარგად დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ინფორმაცია და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი ნათქვამი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ისედაც უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი ამ პერიოდში. სჯობს გააკონტროლოთ და გადაამოწმოთ ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა, მიღებული ინფორმაცია, ასევე, საკუთარი მეტყველება გაუგებროებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. ასეთ დროს რთულია ურთიერთგაგება... კონსენსუსის მიღწევა... ყველა თავისას ამბობს, თავის პოზიციაზეა და არ ესმის ოპონენტის, შეუძლებელი ხდება მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა.


რთულდება ასევე ახალი ცოდნის მიღება, კონცენტრირება, სამუშაოში ჩართვა, გულის დადება. ადამიანი მოუსვენარი, აფორიაქებულია.


შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შენაძენს, ან ზოგადად ვაჭრობის სფეროს ეხება - დიდია ალბათობა რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, იყოს გაურკვევლობები და შეფერხებები.


თუ მაინც გიწევთ გარიგების დადება - ათასჯერ გადაამოწმეთ და გაეცანით ხელშეკრულების საგანს, შეისწავლეთ თითოეული პუნქტი სრულყოფილად, ნუ გასცემთ დაპირებებს - შემდეგ რთული იქნება მათი შესრულება. არ არის სასურველი ახალი საიტის გაშვება, ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სარეკლამო კამპანიის წამოწყება. თუ არის საშუალება, გადადეთ ტექნიკის შეძენა 3 კვირით, რადგან მერკური ამავდროულად ტექნიკაცაა (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, მანქანა და ა.შ.) და რეტროგრადულ მერკურზე ნაყიდი ტექნიკა, შესაძლოა ადვილად გაფუჭდეს. და ზოგადად, სიფრთხილით მოეპყარით ნებისმიერ ტექნიკას, არის გაფუჭების, გატეხვის, დავირუსების, დაკარგვის ალბათობა.


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24


თავი შეიკავეთ იმპულსური საყიდლებისგან, თუ მაინც გიწევთ შეძენა, კარგად შეამოწმეთ საქონელი წუნზე, მოითხოვეთ გარანტიები.


გზებზე სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ვინაიდან შესაძლოა საცობების წარმოქმნა, დაბნეული, არაადეკვატური ქცევა სხვათა მხრიდან, შესაბამისად, არის მეტი ავარიის ალბათობა და ისედაც, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი, შეირბინეთ პროფილაქტიკაში. კიდევ, გაფრთხილდით, არ გახდეთ ქურდობის, ფულადი მაქინაციების მსხვერპლი.


სამაგიეროდ, ამ პერიოდში კარგი იქნება დაუმთავრებელი, გაწელილი საქმეების დასრულება, მოუწესრიგებელი საბუთების მოწესრიგება, ადრე მიცემული სიტყვის შესრულება.


ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მართებს სასუნთქ გზებს, ნერვულ სისტემას, ხელებს. თუ სასიცოცხლო ჩვენება არ არის, სჯობს 22 თებერვლამდე გადადოთ ქირურგიული ჩარევა, მკურნალობის დაწყება, კვლევები.


პერიოდი კარგია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც საგნის გადაბარება სჭირდებათ, ან იმ ცოდნის გასაღრმავებლად, რომლის ათვისებაც ადრე დაიწყეთ, თუმცა მერე თავი მიანებეთ. თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მერკურის რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა მალე დასრულდება. ნუ გამოცდით ბედს, პირველი პაემანი სჯობს 21 თებერვლის შემდეგ დაგეგმოთ.


ამ პერიოდში შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა (თუმცა, შესაძლოა დროებით) და ასევე, თუ წარსულში რაღაც მიზეზეზთა გამო გაწყდა ვინმესთან ურთიერთობა და გაგრძელება გსურთ - ურთიერთობების აღდგენა შეგიძლიათ ამ პერიოდში სცადოთ.


პერიოდი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ჰოროსკოპში რეტრო მერკური ყავს, მათ უამრავი ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. გამოიყენეთ! სხვებისთვის კი ეს ცოტა აბდა-უბდა, გაუგებარი პერიოდია. გვჭირდება მეტი კონცენტრაცია, მეტი სიცხადე და ინფორმაციის გადამოწმება. წარმატებები თქვენ! სიკეთე გქონოდეთ!", - წერს ასტროლოგი.


ასევე ნახეთ:



2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებული


ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის



2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში



2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!




ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ - თვის სასიყვარულო პროგნოზი

0
1148
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0