x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბლიუ - საოცარი ქათამი, რომლის გადასარჩენადაც დიასახლისმა 10 000 აშშ დოლარი გაიღო

image


აშშ-ში დიასახლისმა, სელეთა ნოტნაგელმა 10 000 დოლარი დახარჯა თავისი საყვარელი შინაური ფრინველის, ქათმის, ზედმეტსახელად "ბლიუს" გულის დაავადების სამკურნალოდ. ეს მოხდა კოლორადოს შტატში, ველინგტონში. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ავრცელებს იაჰუ.

ველინგტონში მცხოვრებმა ქალბატონმა 2 წლის წინ შეიძინა წიწილა ზოომაღაზიაში და აქცია თავის საყვარელ შინაურ ფრინველად. ახლა იგი უკვე 2 წლისაა და ჰქვია "ბლიუ". მას აქვს საკუთარი საძინებელი - ნოტნაგელის სახლში საწოლი ოთახის მაგიდა ტუმბო. "ბლიუს" აქვს გაძლიერებული მადა ყველის, მარწყვისა და საზამთროს მიმართ.

"ნეიშნლ ჯეოგრაფიკის" ინფორმაციით, როგორც სელეთა ყვება, ბლიუს უყვარს დასვენება დიასახლისის კალთაზე: ხუჭავს თვალებს და "ღიღინებს"

ამერიკელი ქალბატონის მონათხრობის მიხედვით, 2020 წლის მარტში ქათამ ბლიუს ქცევაში უცნაურობა შენიშნა: საყვარელ შინაურ ფრინველს აღარ სურდა ჩახუტება, გამოიყურებოდა დაღლილად და სუნთქვა უჭირდა.

"მას არ შეეძლო სუნთქვა. ეს იყო საშინელება." - აცხადებს სელეთა ნოტნაგელი.

ქალბატონმა გადაწყვიტა მიზეზის დადგენა და მიიყვანა ბლიუ ვეტერინართან. ექიმმა ბლიუს აუღო სისხლის ანალიზი, რენტგენი, ექოკარდიოგრამა. შედეგად დაასკვნა, რომ ბლიუ შეიძლება, კიბოთი იყო დაავადებული.

image

2020 წლის ოქტომბერში ქათამი ისევ მიიყვანეს ვეტერინარებთან კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის საავადმყოფოში ივნისსა და ოქტომბერში. კიბო არ დაუდასტურდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა გულის თანდაყოლილი დაავადება. საბოლოოდ დაუსვეს დიაგნოზი - სუნთქვის უკმარისობა, გამოწვეული დაუხურავი არტერიული (ბოტალოს) სადინარით, სისხლძარღვით. ამ დეფექტის გამოსწორება ბავშვებში ჩვეულებრივი პროცედურაა, გარკვეული პერიოდის შემდგომ კი ხელმისაწვდომი გახდა ძაღლებისა და კატებისათვისაც, თუმცა ბლიუს შემთხვევამდე მსგავსი ოპერაცია არასოდეს ჩატარებულა ფრინველებზე.

imageქათამი "ბლიუ"

2020 წლის 10 ნოემბერს ვეტერინარ-კარდიოლოგმა ბრაიანს სკანსენმა ბლიუს გულზე ჩაუტარა 30-წუთიანი ოპერაცია . მან მიმართა მცირე, მინიმალურ ინვანზიურ გზას, ქათმის კისრის სისხლძარღვში ჩაუდგეს კათეტერი, რათა მიეღწიათ გულამდე. შედეგად სკანსენმა შეძლო, ბლიუს პრობლემის მოგვარება.

"ჩვენ შევაღწიეთ იქ, სადაც სასწრაფოდ უნდა გვემოქმედა. ის არც ისე სტაბილური პაციენტი იყო, პულს ვერ ვიმორჩილებდით, სისხლის წნევა კი ეცემოდა", -იხსენებს სკანსენი.

imageქათამ "ბლიუს" ოპერაცია, 2020 წლის 10 ნოემბერი

ბლიუს ოპერაცია იყო მეტად საშიში, სარისკო და ღირდა დაახლოებით 4 000 დოლარი. მიუხედავად ამისა, დიასახლისს ბევრი არ უფიქრია, რადგანაც სამედიცინო ჩარევის გარეშე "ბლიუ" დიდხანს ვერ გაძლებდა.

image

"ის ჩემი მონათესავე სულია. მე ვუთხარი ქმარს: თუ ბლიუ ვერ გამოკეთდება,

შენ შეგიძლია, გათხარო ორმო, საკმარისად დიდი, რათა იქ ჩვენ ორივე ერთად დაგვმარხო". მე უბრალოდ არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრებას შევძლებ თუ არა. ის უბრალოდ ყველაზე საყვარელი ფრინველია", - განაცხადა ნოტნაგელმა.

დიაგნოზის დასმიდან 1 თვეში ქათამს ჩაუტარდა გულის ოპერაცია - ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ოპერაციიდან უკვე 12 საათის შემდგომ ბლიუ დადიოდა, ჭამდა და თავს გრძნობდა ისე საღად,

როგორც ძველად.

ქათამ ბლიუს მკურნალობის საერთო ხარჯებმა შეადგინა დაახლოებით 10 000 აშშ დოლარი. აქედან დაზღვევა ფარავდა მხოლოდ 2500 დოლარს.

"ეს დიდი თანხაა, მაგრამ ნუთუ ამას არ გააკეთებდით თქვენი შვილებისათვის,

თქვენ განა თვალებს დაახამხამებდით, თუ ვიტყოდი, რომ 10 000 დავხარჯე ძაღლის გულის სამკურნალოდ. მაგრამ როცა საუბარი ეხება

ქათამს, ადამიანები ამბობენ: "ღმერთო ჩემო, რამდენი დაუხარჯავს ქათამზე?", - მაგრამ მე ისევ იმავეს გავაკეთებდი. თქვენ გსურთ საუკეთესო საყვარელი შინაური მეგობრებისათვის, რადგანაც ისინი თქვენი ოჯახია", - აღნიშნა ქალბატონმა.

სტატიას ნუ მოიპარავთ!!!

0
186
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0