x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
თუკი ეს ნიშნები გაქვთ, იმის მაუწყებელია, რომ თქვენი ორგანიზმი წყალს ითხოვს

რატომ არის წყალი ასეთი მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს უბრალო წყლის დალევა ელემენტარულად ავიწყდებათ. ჩვენ ვსვამთ სხვადასხვა წვენებს, ჩაის, ყავას, აი წყლის დალევა კი შეიძლება არც კი გაგვახსენდეს, რადგან მისი მოთხოვნილება არ გვაქვს. ამ დროს ორგანიზმი გვაძლევს მინიშნებებს, რომ წყალი სჭირდება. აი ის ნიშნებიც:

სიმშრალე პირში- ერთ-ერთი პირველი ნათელი ნიშანია იმის, რომ ორგანიზმს წყალი სჭირდება და უკვე გაუწყლოვანება იწყება.



მშრალი კანი- თქვენი კანი სარკესავით ასახავს ყველაფერს, რაც ორგანიზმში ხდება. თუკი ძალიან მშრალი სახის კანი გაწუხებთ, გაქვთ მიზეზი იფიქროთ, რომ ორგანიზმი უბრალოდ ნაკლებ წყალს ღებულობს.image


ძალიან ძლიერი წყურვილის გრძნობა- გქონიათ შემთხვევა, როდესაც წყალს სვამთ, მაგრამ თითქოს წყურვილს ვერ გიკლავთ? ესეც გაუწყლოვანების ნიშანია.



სიმშრალე თვალებში- თუკი გრძნობთ რომ თვალები გამომშრალი გაქვთ, გექავებათ კიდეც და ყველაფერთან ერთად ჩაწითლებულიც გაქვთ, იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში არასაკმარისი წყალია და საცრემლე არხები უბრალოდ დაშრობას იწყებს.



შარდის მოცულობის შემცირება ან მისი ფერის შეცვლა (ხდება უფრო მუქი ფერის)- ყოველი ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. დააკვირდით მიღებული წყლის რაოდენობას, თუკი შარდის მოცულობა შეგიმცირდათ.



პულსის აჩქარება და გულსცემა- როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში სისხლი კარგავს წყალს, ის ხდება ბლანტი, მისი მოცულობა იკლებს და უფრო ნელა ცირკულირებს. შედეგად, გულზე დატვირთვა იზრდება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ადამიანის ორგანოები არ იღებენ საკმარის ჟანგბადს.image



სახსრების ტკივილი- თუკი სახსრების ტკივილი გაწუხებთ მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ხართ, და ვარჯიში ძალიან დამქანცველი ხდება, წყლის ნაკლებობა გაქვთ.image




კუნთოვანი მასის შემცირება-სხეულში წყლის ნაკლებობით, ტენიანობა იკარგება - კუნთების მასის მოცულობა მცირდება. ამ დრს ვარჯიში დროსაც საჭიროა წყლის მიღება.



ქრონიკული დაღლილობა და ძილიანობა- თუკი ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის, ის მის ძებნას იწყებს და რადგან გარედან ვერ იღებს, მას შიგნიდან იწოვს. ეს კი იწვევს ჟანგბადის უკმარისობას, რომელიც გადადის ყველა ორგანოში. სწორედ მის გამოა დაღლილობის და ძილიანობის შეგრძნება.image



მონელების პრობლემები- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიანება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ასევე ეხება მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას. სათანადო დატენიანების გარეშე, თქვენს კუჭში ლორწოს რაოდენობა და სიმკვრივე მცირდება, რაც საშუალებას აძლევს კუჭის მჟავას ზიანი მიაყენოს თქვენს შინაგან ორგანოებს, რაც ძირითადად გულძმარვას იწვევს. წყლის რაოდენობა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი იტევს, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ასაკთან ერთად საჭიროა წყლის მიღების რაოდენობაც გავზარდოთ.

0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0