x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ჰარი პოტერის» მთავარი როლის შემსრულებლები 20 წლის შემდეგ (როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ)
image


წელს «ჰარი პოტერი» იუბილარია: ზუსტად 20 წლის წინ, ეკრანებზე პირველი ფილმი გამოვიდა პატარა ჯადოქრის შესახებ, რომლის თავგადასავლებს მსოფლიო 10 წლის მანძილზე ადევნებდა თვალს და მთელი ამ ხნის მანძილზე, პროექტში ასობით მსახიობი მონაწილეობდა. მათ შორის, არაერთი ბავშვი და ზოგიერთმა მათგანმა, ამ ფილმების წყალობით, დიდი კინოს სამყაროში შეაბიჯა. ხოლო, ზოგი – მხოლოდ ერთი როლის მსახიობად დარჩა. აქ კი, იმის შესახებ მოგიყვებით, თუ როგორ ცხოვრობენ დღეს, ამ ფილმის ყველაზე პოპულარული გმირები.


მთავარი გმირები

imageრუპერტ გრინტი, ემა უოტსონი და დენიელ რედკლიფი


მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობებიდან, კამერასთან ურთიერთობის გამოცდილება მხოლოდ დენიელ რედკლიფის ჰქონდა. ის 1999 წელს BBC ტელეფილმში – «დევიდ კოპერფილდში» გადაიღეს და იმავე წელს, მან მონაწილეობა ჰარი პოტერის როლის კინოსინჯებში მიიღო. ემა უოტსონი – კინოსინჯებამდე, მხოლოდ სასკოლო დადგმებში მონაწილეობდა. ხოლო, რუპერტ გრინტმა, როდესაც ფილმის კასტინგის შესახებ შეიტყო, რომელშიც გადაღების დიდი სურვილი ჰქონდა, რეპ-სიმღერა დაწერა და კინოსინჯებზე მხოლოდ ამის შემდეგ მიიწვიეს.


image ემა უოტსონი ფილმში «პატარა ქალები», 2019 წ.


დღეს, ამ ცნობილი სამეულიდან, მხოლოდ რუპერტ გრინტს არ შეუძლია სოლიდური სამამსახიობო კარიერით ტრაბახი. ის ხშირად ჩნდება ეკრანებზე, მაგრამ მნიშვნელოვანი როლის მიღება, ჯერ-ჯერობით, ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, რუპერტი ბედნიერია პირად ცხოვრებაში. ის სწლების მანძილზე სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება და 2020 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა.



imageდენიელ რედკლიფი ფილმში «გაქცევა პრეტორიადან», 2020 წ.


რაც შეეხება დენიელ რედკლიფს, ის მთლიანად სამუშაოზეა ორიენტირებული – ყოველწლიურად, ის 2-3 ფილმში მონაწილეობს და თეატრში თამაშსაც ახერხებს. გარდა ამისა, წერს ლექსებს და ლგბტე თემის უფლებებსა იცავს. თუმცა, თავად მსახიობი არატრადიციულ ურთიერთობებში შემჩნეული არ ყოფილა.

დენიელის, კინოკარიერაში წინსვლის თვალსაზრისით და ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით, არც ემა უოტსონი ჩამორჩება. მან რამდენიმე გახმაურებულ კინოპროექტში მიიღო მონაწილეობა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის აქტიური მონაწილე გახდა.


ტომას ფელტონი (დრაკო მალფოი)

image


მომავალი დრაკო მალფოი, კინოსინჯების დაწყების მომენტისთვის, 13 წლის იყო და უკვე 4 ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული (მაგ., «ანა და მეფეში» (1999 წ.) მან მთავარი გმირის შვილის როლი შეასრულა). გარდა ამისა, ის ერთდროულად 4 გუნდში მღეროდა და კარიერის გაგრძელებას ამ მიმართულებით გეგმავდა.

2008 ფელტონმა თავისი პირველი ალბომის პრეზენტაცია მოახდინა. თუმცა, პროექტი წარმატებული არ აღმოჩნდა. ამჟამად, ის ისევ აგრძელებს კინოკარიერას და მის ანგარიშზე, უკვე 30-მდე კინოროლია.


მეთიუ ლიუისი (ნევილი ლონგბოტომი)

image


ფილმოგრაფიით ტომას ფელტონს არც მეთიუ ლუისი ჩამორჩება. მასაც 30-მდე ფილმში და სატელევიზიო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და ვინ იფიგრებდა, რომ ერთ დროს, არც ისე მომხიბლავი ბავშვისგან, რომელსაც გადაღების დროს, კბილების გასწორების უფლებასაც კი არ აძლევდნენ, ასეთი ახალგაზრდა კაცი დადგებოდა?! გადაღებების დასრულების შემდეგ, მან თავი სულ მოკლე დროში მოიწესრიგა და ფოტომოდელიც კი გახდა.


ოლივერ და ჯეიმს ფელპსები (ტყუპი უიზლები)

image


ფილმში გადაღების გამო, ტყუპებმა თმა შეიღებეს და წარბები გაიღიავეს. ხოლო, გადაღების დასრულების შემდეგ, ჩვეულ გარეგნობას დაუბრუნდნენ. ისინი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ, ჰარი პოტერთან დაკავშირებულ, თემატურ ღონისძიებებში, თუმცა კინოკარიერის გაგრძელება არ უცდიათ. ამჟამად, ტყუპები სპორტით და როკ-მუსიკით არიან გატაცებულნი. ორივე დაქორწინებულია და ოლივერს, 2016 წელს, შვილიც შეეძინა.


ჯეიმი უეილეტი და ჯოშ ჰერდმანი (კრაბი და გოილი)image


ფილმის სცენარის მიხედვით, განუყრელმა მეგობრებმა, ცხოვრების სხვადასხვა გზა აირჩიეს... ჯეიმ უეილეტს ფილმის მეშვიდე ნაწილშიც არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ციხეში მოხვდა (საკუთარ სახლში კანაფის მოყვანა და ქუჩის არეულობაში მომაწილეობა, მას თავისუფლების 2 წლის და პროექტიდან გამოვარდნის ფასად დაუჯდა).

ხოლო, მისი პარტნიორს ფილმში, ჯოშ ჰერდმანს, მართალია, კანონი არ დაურღვევია, მაგრამ არც, თუ ისე მშვიდი საქმიანობა აირჩია – ის ამჟამად შერეული საბრძოლო ხელოვნებით (MMA) არის დაკავებული და ამ მიმართულებით, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. გარდა ამისა, მას პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად აქვს – ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.

imageimageimageimageimageimageimage






0
135
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0