x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იტალიაში დააკავეს ექიმი,რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს კლავდა

image

იტალიის ქალაქ მონტიკიარის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი კარლო მოსკა ეჭვმიტანილია კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვლელობაში, ამის შესახებ La Repubblica იუწყება.


გამოცემა აღნიშნავს, რომ 47 წლის ექიმი ცოტა ხნის წინ გმირად ითვლებოდა, რადგან ის დღე-ღამის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ინფიცირებულ ავადმყოფებთან ე.წ. "დაბინძურებულ ზონაში".

გასულ გაზაფხულზე, როდესაც იტალია COVID-19– ის გავრცელებით მსოფლიო ლიდერი იყო, მოსკას ორი თვის განმავლობაში ოჯახიც კი არ ჰყავდა ნანახი, იგი პაციენტების გადარჩენისთვის იბრძოდა. ახლა კი ექიმს " სიკვდილის დოქტორს" უწოდებენ.




კლინიკაში, სადაც მოსკა მუშაობდა, მედდამ განაცხადა, რომ ექიმი ხშირად ითხოვდა ძლიერი~ მოქმედი პრეპარატების მიტანას, თუმცა პროტოკოლით ეს კორონავირუსის მკურნალობისთვის არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ექიმი ითხოვდა, რომ მარტო დარჩენილიყო მძიმედ დაავადებულ პაციენტებთან, რამაც თანამშრომლებში გამოიწვია ეჭვი.


ექიმის ქმედებით, პაციენტის გარდაცვალების მინიმუმ ორი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. იტალიის პროკურატურის ცნობით, მარტის თვეში მოსკამ პაციენტებს ძლიერი ანესთეზია - პროპოფოლის ლეტალურ დოზები 61 წლის ნატალე ბასისა და 80 წლის ანჯელო პალეტის გაუკეთა.

image

ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ, ეჭვობენ, რომ ექიმი ლომბარდიის საავადმყოფოში კიდევ ოთხი პაციენტის მკვლელობაში მონაწილეობდა.


მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ექიმის კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ის პანდემიის სტრესის გამო შეიშალა. თუმცა, პოლიციის აზრით .მოსკამ მოიშორა ისინი, ვინც, მისი აზრით, უიმედო იყო, რათა ახალი პაციენტებისათვის საწოლი გაენთავისუფლებინა.


პოლიციამ ექიმი დააკავა, იგი უარყოფს ბრალდებას.

0
347
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0